განათლება მოსწავლეთა უდისციპლინო ქცევის გამომწვევი მიზეზები და მისი მართვა სასწავლო გარემოში 2021, 17 იანვარი, 21:42 ![]() თუ მოსწავლეს გაკვეთილს უმნიშვნელოდ და უინტერესოდ მიიჩნევს, ის არ მოერიდება დისციპლინის დარღვევას. აღსანიშნავია, რომ ხშირად დისციპლინის დარღვევასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნება მასწავლებელს, რომელიც ძალიან მკაცრი ან ძალიან დამთმობია. მოსწავლეთა დისციპლინასა და მათ აკადემიურ მოსწრებას შორის მჭიდრო კავშირია. ხშირად დაბალი მოსწრება სკოლაზე გულის აცრუებას იწვევს და მოსწავლეთა უდისციპლინო ქცევის მიზეზი ხდება. ამ მიზეზით, დისციპლინის დარღვევების თავიდან ასაცილებლად ასჭიროა, მასწავლბელმა შეიმუშაოს ისეთი სასწავლო პროგრამა, რომელსაც მოსწავლეები თავს გაართმევენ. მასწავლებელი სხვადასხვა სტრატეგიითა და სწავლების მეთოდებით უნდა ცდილობდეს კლასში პოზიტიური გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს დისციპლინის დარღვევების თავიდან აცილებას, მაგრამ ამის მიღწევა საკმაოდ რთულია. უდისციპლინო ქცევის თავიდან აცილება საუკეთესოდ დაგეგმილ გაკვეთილებზეც არ არის ადვილი. ამის მიუხედავად, არსებობს მოსწავლეთა მოტივირების მრავალი გზა, რომლებიც, ხელს უწყობს ქცევასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას. მრავალი მასწავლებელი მიიჩნევს, რომ თავდაპირველად აუცილებელია კლასში დისციპლინის დამყარება და შემდეგ სწავლასთან და სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, თუმცა არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც. ხშირად უდისციპლინო ქცევას სწავლების უინტერესო პროცესი და ისეთი სასწავლო პროგრამა იწვევს, რომელიც მოსწავლეს სწავლის მიმართ ინტერესს უკარგავს და მის შესაძლებლობებს არ ითვალისწინებს. დისციპლინის დარღვევის თავიდან ასაცილებლად სასურველია, სასწავლო გეგმაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება მოსწავლეთა ინტერესებს. 46 1-ს მოსწონს
|