სხვა სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს: უცნაურობები, რომლითაც ქალბატონები სარგებლობდნენ გასულ საუკუნეში 2021, 18 იანვარი, 12:07 ქალბატონები არა მხოლოდ დღეს უთმობენ ყურადღებას თავის გარეგნობას, ასე იყო ყოველთვის. ნახეთ საინტერესო ნაკრები წარსულიდან. 1. ნიღაბი ცურვისთვის. ეს ნიღაბი ცურვისთვის იყო განკუთვნილი, რათა სახის კანი დაეცვათ მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან. პოპულარობით სარგებლობდა 1929-იან წლებში. 2. მკერდის დასაბანი მოწყობილობა. ეს საოცარი მოწყობილობა მკერდის დასაბანადაა განკუთვნილი. საინტერესოა, სად და როგორ უბინძურდებოდათ ასე მკერდი, რომ ამისთვის მკერდის "სარეცხი მანქანა" გამოიგონეს? 3. დახატული წინდები ("ჩულქები"). ეს ფოტო კითხვებს არ გააჩენს. უბრალოდ ქალს ფეხზე ზოლს უხატავენ ჩულქის იმიტაციისთვის (უწინ წინდებს უკან ნაკერი ჰქონდა). ასეთი წინდები ადრე დეფიციტი იყო (1926 წ.). საბჭოთა ქალებიც ასე იქცეოდნენ. 4. სილამაზის კონკურსი. სილამაზის კონკურსი დიდ ბრიტანეთში, სადაც სახეები არ მონაწილეობს (1936 წ.). 5. პორტატული გასახდელები. ამერიკელი ქალბატონები პლაჟზე პორტატულ გასახდელებში იცვლიან (1938 წ.).6. გადახვეული ფეხის ტერფები. ის, რაც ევროპელს ამაზრზენად შეიძლება მოეჩვენოს, ჩინელებისთვის ენით აუწერელი სილამაზე იყო. ე.წ. "ოქროს ლოტოსის", ფეხის ტერფის დეფორმაციის ტრადიცია ჩინეთში 1000 წელი მეფობდა, სანამ კომუნისტებმა არ აკრძალეს. ფეხის გადახვევას 4-12 წლის ასაკიდან იწყებდნენ და ეს პროცესი გრძელდებოდა მანამ, სანამ ტერფი ზრდას არ შეწყვეტდა და სასურველ ფორმას არ მიიღებდა. ფეხების გადახვევა არა მხოლოდ სილამაზის, არამედ უმწიკვლობისა და პატიოსნების ნიშანიც გახლდათ და იგი ოჯახის პრესტიჟისა და ღირსების საქმე იყო. 7. ჭორფლების მოცილება. ეს არ არის კადრი საშინელებათა ფილმიდან. ფოტოზე სპეციალური მოწყობილობაა ჭორფლების მოსაცილებლად. (1930 წ.). 8. თმის გასწორება. (1964 წ.). 9. "მის ლამაზი თვალები". ეს მშვენიერი ქალბატონები ფლორიდის კონკურსის "მის ლამაზი თვალები"-ს მონაწილეები არიან (1930 წ.). 10. მზისგან დამცავი ლაბადა. 1940-იან წლებში ჯერ კიდევ არ გამოდიოდა მზისგან დამცავი კრემები, ამიტომ დამსვენებლებს პლაჟზე დამწვრობა რომ არ მიეღოთ, გამოგონებული იქნა სპეციალური მოსასხამი, რომელშიც სათვალეც იყო ჩამონტაჟებული! 11. თმის ფენი. ასე გამოიყურებოდა თმის ფენი 1940-იან წლებში. ალბათ ეს ფენია ფილმის "მარსი შეტევაზე" პერსონაჟის-უცხოპლანეტელის "პროტოტიპი". 12. რუჯის მისაღები ავტომატი. 1949 წლის სოლარიუმი. 13. სილამაზის კონკურსი. ეს მორიგი სილამაზის კონკურსია დიდ ბრიტანეთში. ამჯერად ქალბატონების ფეხებს პოლიცია აფასებს (1930 წ.). 14.შავი კბილები. შავი კბილები იაპონიაში სილამაზის ეტალონად ითვლებოდა მე-17, მე-19 საუკუნეებში, ამიტომ რით აღარ უწევდათ ქალებს კბილების შეღებვა... 15. და ისევ თმის ფენი. აი, ამ ფენით კი "მარსიანულ" თმის ფენამდე ადრე სარგებლობდნენ (1920 წ.). 16. პერმანენტი (1929 წ.) იქნებ დაგაინტერესოთ:1. საინტერესო ფაქტები ყველა სფეროდან 2. კრეატიული რეკლამები, რომლებსაც უყურადღებოდ არ დატოვებდით 3. ჩვენთვის ნაცნობი მე-20 და 21-ე საუკუნეების საყოფაცხოვრებო ტექნიკის შედარება 4. შეიძლება თუ არა დიდი რაოდენობით საკვების მიღებისგან კუჭი გასკდეს 5. რატომ ცოცხლობენ იაპონელები ყველაზე დიდხანს, მიუხედავად ცხოვრების დღევანდელი რიტმისა 6. პოპულარული ჟესტები, რომლებმაც ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ 7. რატომ შეიძლება ნაყინისგან თავი აგტკივდეს 731 6-ს მოსწონს
|