შოუბიზნესი "ამას მთელი ცხოვრება ვინანებ" - რას ნანობენ ვარსკვლავები? 2021, 18 იანვარი, 10:30 მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.
თუმცა, ისინი არც უცოდველები და არც ისეთი იდეალურები არიან, როგორებიც ჟურნალებსა და ეკრანებიდან ჩანან. მათაც უწევთ გარკვეული პროცედურების გავლა, დიეტების დაცვა და ისეთი შეცდომების დაშვება, რისი სინანულიც ცხოვრების ბოლომდე მიყვებათ. "მთელი ცხოვრება ვინანებ ამ საქციელს" - მაშ, რას ნანობენ ვარსკვლავები?1. ვიქტორია ბექჰემი. "როდესაც ვუყურებ იმ პერიოდის ფოტოებს, რუჯი რომ მომწონდა და ხშირად მივმართავდი გარუჯვის პროცედურებს... შოკში ვვარდები. რატომ არავინ მითხრა, რომ საშინელება იყო და სტაფილოს ვგავდი. ეს ნარინჯისფერი კანის ფერი უფრო მაბერებდა და საშინელს მხდიდა. ალბათ დაცინვის ობიექტიც გავმხდარვარ ხშირად. ამდენხანს ასე სულელუად რატომ ვიქცეოდი? ნუთუ მართლა ვფიქრობდი, რომ ლამაზი ვიყავი?" 2. კაილი ჯენერი. "ახალგაზრდობაში ხშირად ვიძინებდი ისე, რომ მაკიაჟის მოცილება მავიწყდებოდა, მეზარებოდა. აზრადაც არ გამივლია, რომ ასე ძილს შეეძლო აკნესა და სახეზე გამონაყარის სხვა პრობლემებისთვის გზის გახსნა. ბევრი დრო და ფული დავხარჯე კანის პრობლემების მკურნალობაზე. თუმცა, როდესაც ჩემმა კოსმეტოლოგმა მითხრა ამის შესახებ და გამიბრაზდა, მივხვდი, მართალი იყო. როგორც კი დავიწყე ყოველ ღამით სახის წმენდა და მაკიაჟის სრული მოცილება, პრობლემა თავისით ალაგდა". 3. ჯენიფერ ენისტონი. აქამდე არ დავფიქრებულვარ იმაზე, რომ მზის სხივების გადამეტებული "გამოყენება" შეიძლება ჩემი კანისთვის საზიანო ყოფილიყო. მიმაჩნდა, რომ რუჯი ლამაზია, მზის სხივები კი ძალზედ სასარგებლო, ამიტომ ხშირად ვეფიცხებოდი მას. სახის კანის პრობლემებმა არ დააყოვნა, გაჩნდა პიგმენტური ლაქები და სხვა.. რასაც ეტაპობრივად დღემდე ვმკურნალობ. აი, ასე შევუწყე კანის დაბერებას ხელი". 4. კამერონ დიაზი. "2012 წელს გავიკეთე ბოტოქსის ინექციები. ვინაიდან უკვე 40 წელს მივუკაკუნე, ვიფიქრე ეს მჭირდებოდა და მეტიც, აუცილებელი იყო ჩემს ასაკში. ჰოდა, როდესაც ფოტოსურათების თვალიერება დავიწყე, დავინახე მკვდარი - ქალი მიმიკების გარეშე. ზუსტად, ქალი მიმიკის გარეშე არის თოჯინა, რობოტი. მას შემდეგ აღარ მქონია სურვილი მსგავსი ინექციები გამეკეთებინა და საბედნიეროდ, ინექციიდან ნახევარი წლის შემდეგ, ყველაფერი დაუბრუნდა საწყის მდგომარეობას და მივიღე აზრი, რომ მინდა ბუნებრივად დავბერდე". 5. კიმ კარდაშიანი. "მოვიცილე თმები შუბლის ხაზის გასწვრივ. მეგონა, რომ მათ გარეშე უფრო ახალგაზრდა და ლამაზი გამოვჩნდებოდი, თუმცა ასე არ არის. როგორც ჩანს ეს პატარა, ბუსუსა თმები უფრო მაახალგაზრდავებდა. ეს პროცედურა შეუქცევადია, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ისინი მალე გაიზრდებიან". 6. ოლივია უაილდი. "სახეს ვიპარსავდი. დიახ, გაგონილი მქონდა, რომ სკრაბს, პილინგს და სხვა პროცედურებს სჯობდა ეს ხერხი. სხვათა შორის, ეფექტი ძალიან კარგი იყო: კანი გახდა აბრეშუმივით და უფრო გლუვი, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ დაიწყო გაღიზიანება, გამოშრა და გაჩნდა აკნე. კოსმეტოლოგმა ამიხსნა, რომ დავაზიანე სახის დამცავი ფენა. საბედნიეროდ, გაპარსვაზე უარის თქმის შემდეგ, ერთი წლის გასვლისთანავე ყველაფერი ალაგდა, თუმცა პრობლემებით გამოწვეულმა გამონაყარმა, რამდენიმე ნაწიბური დამიტოვა". იხილეთ აგრეთვე: ცნობილების ყველაზე წარუმატებელი ფოტოები, რომელთა არსებობაც მათ ძალიან სძულთ სელფები, რომლებიც სოციალურ ქსელში არ უნდა მოხვედრილიყო დონალდ ტრამპს სურს, რომ ეს ფოტოები არ არსებობდეს! 7 ვარსკვლავი, რომელთაც არ რცხვენიათ თავიანთი "დაღუნული" ფეხების გამო 183 6-ს მოსწონს 1-ს არა
|