არქიტექტურა მონასტერი პანაღია სუმელა 2021, 17 იანვარი, 5:39 მონასტერი პანაღია სუმელა - უნიკალური ადგილი ლაზეთში
მდებარეობა: დღევანდელი თურქეთის ტერიტორია
დაარსებულია: ახ.წ. 375-395 წლებში.
ამ მონასტრის სახელწოდება სუმელა ერთ-ერთი ვერსიით ბერძნულია და „შავ მთას“ აღნიშნავს. მეორე ვერსიის თანახმად სიტყვა „სუმელა“ ლაზურია და „სამებას“ ნიშნავს.
ჩვენამდე მოღწეული ჩანაწერებით ირკვევა, რომ სუმელას მონასტერი დააარსა ორი ბერმა ბარნაბამ და სოფრონიმ. მათ გამოეცხადათ დედა ღვთისა და დაავალა მონასტრის მშენებლობა, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 300 მეტრზე და გამოკვეთილია კლდეში.
375 წელს ორი მართლმადიდებელი ბერი დიდი გაჭირვებით ავიდა ცარცის მთის ციცაბო კლდეებზე და დაარეს მონასტერი.
იმ დროისათვის ტრაბზონის მმართველი გახლდათ ავგუსტალე კორტიკი. რა თქმა უნდა, ორი ადამიანი, მიუხედავად მათი უსაზღვრო სიყვარულისა ღმერთისადმი ვერ შეძლებდა საკუთარი ძალებით გამოეკვეთათ უზარმაზარი მონასტერი. გადმოცემის მიხედვით, ფასდაუდებელი დახმარება გაუწიეს ზაბულონის მთაზე იოანე ნათლისმცემლის საპატივცემულოდ აგებული მონასტრის ბერებმა. იმ დროს წმიდა ტაძარი, რომელიც აშენდა პატივად იმ წმინდანისა, ვიც მონათლა თავად იესო ქრისტე და მიიღო საშინელი სიკვდილი, იყო დიდად გავლენიანი მიმდებარე ტერიტორიებზე და არ არის გასაკვირი, რომ ფლობდა უზარმაზარ შესაძლებლობებს. დასტურად იმისა, რომ სუმელას მონასტერის მშენებლობაში ჩართული იყო შრომა და სახსრები წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიისა. არსებობს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, 1800 წლამდე მართლმადიდებლური სალოცავი, სადაც ინახებოდა ხატი, მოხატული წმინდა ლუკას მიერ მოხატული ზაბულონის მთაზე, მადლიერების ნიშნად შვიდ წელიწადში ერთხელ აგზავნიდა 7 წლის ასაკის ჯორს და ყოველწლიურად 50 დიდ ჭურჭელს სავსეს ზეთითა და ცვილით.
არსებობს უდავო ფაქტები, რომლებიც მეტყველებენ იმაზე, რომ თავდაპირველად, ცარცის მთაზე ბარნაბამ და სოფრონიმ ააგეს ტაძარი მთავარანგელოზ მიქაელის სახელზე. სუმელას მონასტრის ტერიტორიაზე სულ სამი ეკლესიაა. მეორე ტაძარი აშენდა დედა ღვთისას საპატივცემულოდ და მესამე არის მოციქულთა სწორის კონსტანტინე და ელენეს სახელობის. ბუნებრივია, ყველა ეს წმინდანი არის პატივსაცემი მართლმადიდებლურ ეკლესიაში, თუმცა, დღემდე გამოცანად რჩება, რატომ არ ააშენეს ბერებმა პირველი ტაძარი საპატივცემულოდ მარად ქალწულისა, რადგან ის იყო, ვინც გამოეცხადა ბარნაბას და სოფრონის და სთხოვა მათ, რომ დაარსებულიყო მონასტერი მის სახელზე.
ბიზანტიის მმართველობის ეპოქაში მონასტერი სარგებლობდა რამდენიმე იმპერატორების კეთილგანწყობით, ხოლო ტრაპიზონის იმპერიის პერიოდში იყო საკმაოდ მდიდარი და გავლენიანი ადგილი. ტრაპიზონის იმპერიის დაპყრობის შემდეგ სუმელას მონასტერი ოსმალეთის სულთნების ხელში გადავიდა.
მონასტერმა აყვავების მწვერვალს მიაღწია XVIII-XIX საუკუნეებში.
მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა და თურქეთმა ლოზანის კონფერენციის დებულებების თანახმად გაცვალეს მოსახლეობა. სუმელადან ბერძნები გადასახლდნენ, ამან გამოიწვია სამონასტრო ცხოვრების შეწყვეტა. მონასტრის რელიქვიები, მათ შორის სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატი დაკარგვას გადაარჩინეს პონტოელმა ბერძნებმა, ხოლო მოგვიანებით, 1930 წელს გადააბრძანეს საბერძნეთში და დააბრძანეს მაკედონიის ქალაქ ვერიაში.
საუკუნეების განმავლობაში სუმელას მონასტერი ითვლებოდა არა მარტო ბერძნების, არამედ ქრისტიანული სამყაროს წმინდა ადგილადაც, თუმცა თურქეთის ხელისუფლება მეტად მტრულად შეხვდა მართლმადიდებელ მომლოცველებს. მონასტრის მოლოცვა პირველად შესაძლებელი გახდა მხოლოდ 2007 წელს. 2009 წლის 22 ნოემბერს მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ თურქეთის სახალხო კრების თავმჯდომარე მეჰმედ ალი-შაჰინი და რუსეთის დუმის დეპუტატი, პარლამენტთაშორისი კომისიის კოორდინატორი ივან სავიდი (დაბადებული საქართველოში, სოფელ სანთაში).
შეხვედრაზე განიხილეს მომლოცველთა პრობლემები, მათ შორის 2009 წლის 15 აგვისტოს ტრაპიზონის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, როდესაც მართლმადიდებელ მღვდელს გახადეს ანაფორა და აჰყარეს ჯვარი, თითქოსდა ხელისუფლების ბრძანების მიხედვით.
2010 წელს თურქეთის კულტურის სამინისტრომ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომე I-ის თხოვნის საფუძველზე ნება დართო მონასტერში აღედგინათ შეწყვეტილი ღვთისმსახურება. 2010 წლის 15 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღეს, პატრიარქმა აღავლინა ლიტურგია სხვადასხვა ქვეყნის მომლოცველებთან ერთად.
2000 წლის 25 თებერვლიდან მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
166 1-ს მოსწონს
|