x
დასაკარგად განწირული მომავალი

ყოველთვის ვთვლიდი რომ ჩემი ქვეყნის მოყვარული ადამიანი ვარ...პატრიოტობის ამბიცია ვერ ექნება ადამიანს რომელსაც არცერთ ომსა თუ კომფლიქტში არ მიუგია მონაწილეობა და ვცდილობდი შვილებისათვის სამშობლოს სიყვარული ღრმად ჩამებეჭდა გულში, თუმცა სავარაუდოდ როგორც 90%-მა მეც შეიძლება ითქვას მარცხი განვიცადე და სამშობლო ვერ ვაქციე შვილთათვის უძვირფასეს სიტყვად..ადვილია მიზეზის გაჭირვებაზე გადაბრალება, თუმცა ვფიქრობ მიზეზი ბევრად ღრმაა და უკლებლივ ყველა ქართველისა თუ საქართველოს მოქალაქის ჩართულობას მოითხოვს გამოსავლის სანახავად.ჩვენდა საუბედუროდ არათუ საჯარო სკოლები, სასულიერო გიმნაზიაც კი აბსოლიტურად ინერტულია ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პრობლემის მიმართ და ვინ თუარა სკოლამ უნდა შეძლოს ბავშვის შემზადება რომ საერო ცხოვრებაში ნამდვილ ერისკაცად შეაბიჯოს. ტელევიზია ეს უდიდესი იარაღი ადამიანის ცნობიერებაზე სამოქმედოდ გადაქცეულია ბოროტებისა და სიძულვილის მთესველ რუპორად და სამშობლო...ესხო უმეტესობა პოლიტიკოსისათვის სიტყვის მასალაა მხოლოდ, რომელიც უნდა დაეხმაროს სკამის, იმ მაგიური სკამის დასაკუთრებაში რომელიც მამულის მცირე გადარჩენილი სიმდიდრის გამოხრაში დაეხმარებათ და მომავალი თაობის პატრიოტიზმი თუ მსოფმხედველობა აბსოლიტურად მიშვებულია თვითდინებაზე, რითაც კარგად სარგებლობენ ურიცხვი მტრები თუ..ვითომ მეგობრები. როგორც სულმნათი ჭაბუა იტყოდა..ჭკუით ქართველებო.. პ.ს. არასოდეს მქონია მცდელობა საჯაროდ რამე დამეწერა და მაპატიეთ, მომავალზე შფოთვამ გამაბედინა.

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:დავით ჯანჯღავა
დავით ჯანჯღავა
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0