x
ეს დღე ისტორიაში - 15 იანვარი, მიწისძვრა ნეპალისა და ინდოეთის საზღვარზე

image


1934 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 14:13 წუთზე, ნეპალისა და ინდოეთის საზღვარზე, მოხდა 8.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა. ეს მოვლენა ასევე ცნობილია, როგორც ბიჰარ-ნეპალის მიწისძვრა.


უამრავ ქალაქში შეინიშნებოდა მიწიძვრის ნიშნები, ხოლო რამოდენიმე მათგანი მთლიანად განადგურდა. ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატი ბიჰარი, ყველაზე მეტად დაზალარდა. მიწისძვრა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მისი გავლენა ეპიცენტრიდან 650 კილომეტრის დაშორებითაც, ქალაქ კოლკატაშიც შეინიშნებოდა, როდესაც წმინდა პავლეს საკათედრო ტაძრის კოშკი ჩამოიქცა.ნეპალში, კატმანდუს ველის სამი ძირითადი ქალაქი - კატმანდუ, ბჰაკტაპური და პატანი ძლიერ დაზიანდა და თითქმის ყველა შენობა დაინგრა. ქალაქ სიტამარჰში კი ნგრევას არც ერთი ნაგებობა გადაურჩა. ჯჰარიაში მიწინსძვრამ მიწისქვეშა ხანძრის გავრცელებას შეუწყო ხელი. ქალაქები ბირგუნჯი, მუნზერი და მუზაფარპური მთლიანად განადგურდა.


დაღუპულთა რიცხვმა 10, 700-დან 12, 000-მდე შეადგინა. აქედან 7, 253 ბიჰარის რეგიონიდან იყო. 1934 წლის 15 იანვრის მოვლენა, ნეპალისა და ინდოეთის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ მიწისძვრადაა მიჩნეული.

1
59
2-ს მოსწონს
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
59
  
2021, 17 იანვარი, 15:36
ძალიან კარგად წერთ
0 1 1