საქართველო „ცალხელა აჰმედი“ 2021, 14 იანვარი, 23:54 ![]() მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2010 წლის 6 იანვარს აჰმედ ჩატაევი უკრაინის იმიერკარპატების ოლქში, ქალაქ უჟგოროდში დააკავეს. უკრაინის შსს-ში მაშინ განაცხადეს, რომ დაკავებულის მობილურ ტელეფონში ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადების ინსტრუქცია აღმოაჩინეს. უფლებადამცველებმა ჩატაევის დაკავების გამო უკრაინის ხელისუფლება საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაში დაადანაშაულეს და ავსტრიის საელჩოს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კი ჩატაევის რუსეთში ექსტრადირება დაუშვებლად მიიჩნია. უკრაინამ ჩატაევი რუსეთს არ გადასცა, რადგან მას ლტოლვილების შესახებ ჟენევის კონვენცია იცავდა. ამის ნაცვლად, უკრაინამ აჰმედ ჩატაევი საქართველოს გადასცა, სადაც 2000 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის იძებნებოდა. როგორც „კავკაზკი უზელი“ წერს, საქართველოს ხელისუფლებამ ჩატაევის გადმოცემა მხოლოდ იმისთვის მოითხოვა, რომ ის რუსული სპეცსამსახურებისგან გადაერჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, აჰმედ ჩატაევმა გარკვეული დრო საქართველოს ციხეში გაატარა, შემდეგ კი გათავისუფლდა და დაქორწინდა. ჩატაევი სოფელ დუისში დასახლდა. გავრცელებული ინფორმაციით, 2011 წლის მაისში აჰმედ ჩატაევი ბულგარეთისა და თურქეთის საზღვარზე სასაზღვრო კონტროლის გავლისას დააკავს. 2012 წლის 1 ივლისს ბულგარეთის ქალაქ ხასკოვოს საოლქო სასამართლომ ჩატაევის რუსეთში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა 21 ივნისს, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა – ჩატაევი კვლავ ავსტრიის ლტოლვილის სტატუსმა იხსნა. 2012 წელს ჩატაევი ქართული სპეცსამსახურების მიერ ლოპოტას ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ჩატაევმა ფეხი დაკარგა. 2012 წლის 7 დეკემბერს აჰმედ ჩატაევი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 2013 წლის 18 იანვარს, მთავარმა პროკურატურამ აჰმედ ჩატაევის მიმართ, დანაშაულის არარსებობის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ჩატაევს გირაოს სახით გადახდილი 5 ათასი ლარიც უკან დაუბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წლის თებერვალში აჰმედ ჩატაევი სირიაში გადავიდა, სადაც ისლამისტების რიგებს შეუერთდა და ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების რაზმს მეთაურობდა. აჰმედ ჩატაევი 2016 წლის 8 ივნისს სტამბოლში, ათათურქის სახელობის აეროპორტში განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორად დაასახელეს. თავდასხმას მაშინ 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პლატის ნაციოალური უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ მაქკოლმა CNN-თან საუბარში განაცხადა, რომ ჩატაევი სტამბოლში სამი თვითმკველი ტერორისტის ქმედებებს უწევდა კოორდინაციას. 138 1-ს მოსწონს |
სნაიპერებზე მაქვს საუბარი.