x
image
თორნიკე55
ხვალ, ჩატარდება თუ არა პარასკევის ლოცვა, სოფელ ბუკნარში?
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხვალ გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა, რომელსაც მხარეებთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ისინი ამ გადაწყვეტილებას გამარჯვებას უწოდებენ.

„ჩვენ გვინდა, რომ სოფელში აღდგეს ძველი ურთიერთობები. ხვალინდელი ჯუმის ლოცვა ჩატარდება, სოფელში არსებულ ტაძარშიც ჩატარდება ლოცვა. ორივე მხარე ვილოცებთ მშვიდობისათვის. სოფელი უნდა დაუბრუნდეს ძველ მეგობრულ ცხოვრებას. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მალე მოგვარდეს ეს პრობლემა“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ჩოხატაურის მერის ადმინისტრაციულ შენობასთან რჩებიან სამართალდამცველები.


ცნობისთვის, მუსლიმი თემის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ მუსლიმურ სამლოცველოში ლოცვის საშუალება ჰქონდეთ. აღნიშნულს ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა ეწინააღმდეგება. სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიანული თემის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთ სახლში არსებულ სალოცავს უკავშირდება.

გუშინ, ჩოხატაურის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების, სოფელ ბუკნარის ქრისტიანული და მუსლიმური თემის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, თუმცა აღნიშნული შეხვედრას მუსლიმი თემის წარმომადგენლები “არადამაჯერებელს“ უწოდებენ.

სტატია მომზადებულია გურია ნიუსის მასალების მიხედვითაია სოფია

1
19
1-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
19
  
2021, 17 იანვარი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1