მხატვრობა სოლიდარობა მედიკოსებს! 2021, 14 იანვარი, 16:04 ინგლისელი მხატვრის სამულელ ლიუკ ფილდსის ნახატი "ექიმი" (1891წ.). ვიქტორიანული ეპოქის ექიმი იმყოფება ღარიბების ოჯახში. მასზე ასახულია მძიმედ დაავადებული ბავშვის კიდევ ერთი მშვიდობით გადატანილი ღამე. ბავშვს საწოლიც არ გააჩნია. ექიმი დაძაბულია, ჩაფიქრებული, ხოლო მშობლები უკანა პლანზე დგანან უმწეოდ. ფანჯრიდან იღვრება შუქი, რაც გამოჯანმრთელების იმედს აღძრავს.
მაგიდაზე მდგომი ნავთის ლამფისა და გარედან შემოჭრილი შუქის თანხვედრა იმაზე მიუთითებს, რომ ექიმმა მთელი ღამე აქ გაატარა. იატაკზე ყრია ნაგლეჯები სხვა ექიმის რეცეპტისა, რომელიც უფულობით სასოწარკვეთილმა მამამ დახია.
უკვე სახელოვან ფილდსს ეს სურათი თვით დედოფალმა ვიქტორიამ შეუკვეთა თავისი პირადი ექიმისათვის გადასაცემად. ერთ წყაროში წერია, რომ შეკვეთა ინგლისელმა ფილანტროპმა ჰენრი ტეითმა მისცა მხატვარს. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ყველაზე მთავარი ამ სურათში არის ბავშვისადმი თანაგრძნობით გამსჭვალული, ჩაფიქრებული და მოაზროვნე სახე ექიმისა, რომელიც 130 წლის შემდეგაც იწვევს ჩვენს აღტაცებას და შეგვახსენებს, რაოდენ მძიმე და დაუფასებელია მკურნალის ტვირთი. 20 1-ს მოსწონს
|