x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138411
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ყველაზე საინტერესო ფაქტები ძველი რომის შესახებ

2 ათასი წლის წინ, რომი ნახევარი მსოფლიო იყო, ხოლო მანამდე, კიდევ ათასი წლის წინ, – ლათინოსების სოფლის ტიპის დასახლება, ლაციოში (რეგიონი იტალიის დას. ნაწილში), მდ. ტიბრის სანაპიროზე.

რომი, ძვ. წ. აღრ. VIII ს-ში, პალატინის ბორცვზე, ტყუპმა ძმამ – რომულუსმა და რემუსმა დაარსეს. მოგვიანებით, ძმებმა იჩხუბეს, რომულუსმა რემუსი მოკლა და რომის 7 მეფედან, პირველი მეფე (ძვ. წ. აღრ. 753–715 წწ.) გახდა.


image


გადმოცემის თანახმად, იმ ადგილზე, ქალაქის გაჩენამდე, პატარ-პატარა დასახლების პუნქტები იყო, რომლებშიც საგვარეულო ტომები ცხოვრობდნენ. რომულუსმა 30-მდე ასეთი დასახლება გააერთიანა (დაახლოებით, 300 გვარი) და ფედერაციას რომი დაარქვა (რომულუსი ლათინურიდან თარგმანში – «რომაულს» ნიშნავს). რომის ტერიტორიების გაზრდა კი, დაპყრობის გზით, მეზობელი ტომების ხარჯზე ხდებოდა. სამეფო გვარდიაში მხოლოდ 300 მეომრი (celeres) მსახურობდა. თუმცა, ქალაქის საზღვრების გასაფართოვებლად, ესეც სავსებით საკმარისი აღმოჩნდა. ქალაქი იზრდებოდა, მაგრამ რომულუსის ტირანული ზნე საგვარეულოების უხუცესებს არ მოსწონდათ და ის მოკლეს.

ძვ. წ. აღრ. 509 წ. რომაელებმა მონარქია დაამხეს და რესპუბლიკური (ლათ. res publica – «საერთო მონაპოვარი») მართვის ფორმა დაამკვიდრეს. ქვეყანაში არჩევნები ყოველწლიურად ტარდებოდა და მოქალაქეები ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებაში საკუთარ წარმომადგენლებს ირჩევდნენ. ქვეყანას სენატი მართავდა.


პარტიული სენატი


image


თავდაპირველად სენატს მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსი ჰქონდა და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს (არჩევნები, სასამართლო გარჩევები, კანონის აღსრულება და ა. შ) აკვირდებოდა. მაგრამ, ძვ. წ. აღრ. 146 წ. კართაგენის დამარცხების შემდეგ, სენატი ვიწრო კონსერვატულ პარტიად ჩამოყალიბდა, რომელიც საშინაო და საგარეო პროცესებს აკონტროლებდა. სენატორები თვლიდნენ, რომ ყოველთვის იმას აკეთებდნენ, რაც რესპუბლიკისთვის იყო სასარგებლო და კომპრომისზე არასდროს მიდიოდნენ.


საპროტესტო აქციები



image


ხელისუფლების წინააღმდეგ აქციები ძველ რომშიც იმართებოდა... მოსახლეობა, ხელისუფლებასთან დაპირისპირების დროს, პროტესტს ქალაქიდან წასვლით გამოხატავდა და ისტორიული წყაროების მიხედვით, ასეთი რამ, არაერთხელ მოხდა. საკუთარი უფლებების დასაცავად, პროტესტის ეს ფორმა ძალზე ეფექტური იყო, რადგან პარალიზებულ ქალაქში, ცხოვრების ჩვეული რიტმის აღსადგენად, ხელისუფლება ყველანაირ დათმობაზე მიდიოდა.


გზები და საგზაო მოძრაობის წესები


პირველი პოლიტიკოსი, ვინც ქალაქის ქუჩებში, წესრიგის დამყარება გადაწყვიტა, იულიუს კეისრი იყო. მისი ბრძანებით, ძვ. წ. აღრ. I საუკუნის 50-იან წლებში, ქალაქის ზოგიერთ ქუჩაში ცალმხრივი მოძრაობა შემოიღეს. ხოლო, მზის ამოსვლიდან, – «სამუშაო დღის» ბოლომდე (მზის ჩასვლამდე 2 სთ-ით ადრე), კერძო ეტლებით გადაადგილება იკრძალებოდა. ქალაქის სტუმარი ვალდებული იყო საკუთარი სატრანსპორტო საშუალება ქალაქის მისადგომებთან დაეტოვებინა და ქალაქში ფეხით ევლთო ან ტახტრევანი ექირავებინა. აკრძალილი იყო ეტლებით მოძრაობა ღამის საათებშიც (კერძო ტრგარსპორტს გადაადგილება მხოლოდ საღამოს საათებში შეეძლო), რადგან ქვაფენილზე ეტლების მოძრაობა ხმაურს იწვევდა და მოსახლეობას დასვენების საშუალებას არ აძლევდა. გარდა ამისა, არსებობდა სპეციალური სამსახური, რომელიც კანონის აღსრულებას აკონტროლებდა.

imageამ სფეროში, რომაელების კიდევ ერთი დიდი მიღწევა, გზის ქსელის შექმნა იყო. ეს შეიძლება დაუჯერებლადაც ჟღერდეს, მაგრან ანტიკური ეპოქის დასრულებისას, 1 500 წლის წინ, შეიძლებოდა რომიდან ათენში ან ესპანეთიდან – ეგვიპტეში, გზატკეცილიდან გადაუსვლელად ჩასვლა. ძველმა რომაელებმა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებთან საგზაო კომუნიკაციის სისტემა შექმნეს და 3 ქვეყნის ნაწილი (ევროპა, აზია, აფრიკა) ერთმანეთთან დააკავშირეს. მათ მიერ ჩატარებული სამუშაოების ზუსტი მონაცემები არ არსებობს. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, გზის საფარის სიგრძე 83−85 ათასი კმ. იყო. თუმცა, «პოიტინგერის ტაბულის» მიხედვით, რომაული გზების საერთო სიგრძე, დაახლოებით, 200 000 კმ. უნდა ყოფილიყო.


image


კონრად პოიტინგერი რომლის სახელსაც «პოიტინგერის ტაბულები» უკავშირდება, აღორძინების ხანის ისტორიკოსი, არქეოლოგი, ბუკინისტი და კოლექციონერი იყო. მან გარდაცვლილი მეგობრისგან მემკვიდრეობით, პერგამენტის 11 ფურცელზე შესრულებული ძველი რუკა მიიღო. კონრადს ამ რუკის შესახებ, მანამდე არაფერი იცოდა, რადგან ძველმა პატრონმა ის მხოლოდ ერთხელ ახსენა და ისიც, სხვათაშორის... რუკის დათვალიერების შემდეგ, პოიტინგერი მიხვდა, რომ მის წინ რომაული გზების სქემის ასლი იყო და მისი გამოცემა გადაწყვიტა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ შემდგომში, რუკას რომლის სიგრძე 6, 75 მ-ს შეადგენდა, «პოიტინგერის ტაბულები» ეწოდა.


ცხოვრების დონე ძველ რომში


image

ძველი რომის ქალაქებში ცხოვრების დონე იმდენად მაღალი იყო, რომ იმ მაჩვენებლებამდე ევროპამ მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში მიაღწია. მაგ., ახ. წ. აღრ 14 წ. მშპ, იმპერიის ტერიტორიაზე, საშუალოდ, 570 $ შეადგენდა. გარდა ამისა, გარკვეული პერიოდის მანძილზე, პური, აბანო და სანახაობა უფასო იყო. თუმცა, მეორეს მხრივ, იმის გამო, რომ მაშინ, ჩვენთვის ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო პირობები არ არსებობდა და აკრძალვის მიუხედავად, ქალაქის მოსახლეობა ყველა სიბუნძურეს გარეთ ყრიდა, ქუჩებში ისეთი ანტისანიტარია სუფევდა, რომ მისი სუნი «ზეცას» სწვდებოდა.

ძველ რომში მონებს გარკვეულ თანხას უხდიდნენ. მათ შეეძლოთ ამ ფულის დაგროვება და თავისი ან სხვისი თავისუფლების ყიდვა. გარდა ამისა, მონებსაც შეეძლოთ, თავის მხრივ, მონები ჰყოლოდათ.

რომაელ ლეგიონერებს კი, ქვეყნისთვის გაწეული სამსახურის სანაცვლოდ, პენსია და დამატებითი შეღავათები ენიშნებოდათ. ამ სისტემამ კანონის სახე იულიუს კეისრის მმართველობის დროს მიიღო. მან პირველმა შექმნა საპენსიო სისტემა, რომლის მიხედვით, ვეტერანებს, რომლებმაც, მინიმუმ 20 წელი იმსახურეს ჯარში, ჯარისკაცის ხელფასის 13-ჯერ გაზრდილი პენსია ენიშნებოდათ.


«ცათამბჯენები» ძველ სამყაროში


image

ძველი რომი მანჰეტენზე მჭიდროდ იყო დასახლებული. დღეს ნიუ-იორკის ამ რაიონში 1, 6 მლნ-ზე მეტი კაცი ცხოვრობს და 1 კმ²-ზე სიმჭიდროვე, დაახლოებით, 27846 -ს ტოლია, რაც აშშ-ს მასტაბით ყველაზე მაღალია. თუმცა, ამ მაჩვენებლით, მანჰეტენს, ძველ რომამდე, კიდევ ბევრი უკლია — ექსპერტების შეფასებით, ავრელიანეს კედელით შემოფარგლულ ტერიტორიაზე, 1 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო სიმჭიდროვე, 1 კმ²-ზე — 72150 ადამიანი იყო. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ძველი რომაელები, პირველები იყვნენ, ვინც მრავალბინიან სახლებში ცხოვრება დაიწყეს.

ინსულა ფელიქსი (Insula Felix) – მრავალბინიანი სახლი, რომელიც ძველ რომში ქირავდებოდა, ნამდვილ ცათამბჯენს წარმოადგენდა. ის, დაახლოებით, 30 მ. სიმაღლის, 15-20 სართულიანი შენობა იყო. ასევე ცნობილია, რომ ზედა სართულის ბინები უფრო ნაკლებად კომფორტული იყო, ვიდრე ქვედა სართულის და შედარებით იაფი ღირდა.


რომაული ტექნოლოგიები


image


დღეს სტადიონები და სპორტული არენები ისევეა მოწყობილი, როგორც ძველ რომში იყო და უნდა აღინიშნოს, რომ რომაული სტადიონები, დიზაინით, ძველბერძნული ამფითეატრებისგან განსხვავდებოდა.

რომაელებმა ლიფტების და ასაწევი კარების რთული სისტემა შექმნეს, რომლის მეშვეობით, კოლოსეუმის არენაზე სახიფათო ცხოველები გაჰყავდათ. გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩატარებული კვლევის დროს, მეცნიერებმა 28 ხელის ლიფტი აღმოაჩინეს — თითოეული მათგანი 600 ფუნტის (272, 16 კგ.) გადაადგილებაზე იყო გათვლილი.

imageრომაელებმა, წყლის წისქვილების გამოყენებით, ფქვილის წარმოებაში, ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს. მათ, ასევე, პირველებმა ისტორიაში, საფუარიანი პური ძირითად საკვებ პროდუქტად აქციეს და მცხობელთა გილდიაც კი დაარსეს. ხოლო, როდესაც პურზე მოთხოვნილება გაიზარდა, ცომის მოსაზელი აპარატი გამოიგონეს, რომლის მექანიზმი მოძრაობაში სახედრებით და ცხენებით მოჰყავდათ.

რომაელები ძალიან მოხერხებული და კარგი მშენებლები იყვნენ... და არა მარტო არქიტექტორული მიგნებების, არამედ, სამშენებლო მასალების გამოგონების თვალსაზრისითაც. მასალებს შორის, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბეტონი, რომლის რეცეპტი, რომის იმპერიის დაშლის შემდეგ დაიკარგა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საკმაოდ მტკიცე სამშენებლო მასალები არსებობს, როგორც ექსმერტები ამბობენ, რომის ბეტონი მაინც შეუდარებელი იყო. ვულკანური ფერფლით შექმნილი ბეტონი, წარმოუდგენლად მტკიცე და ნეიტრალური იყო, სხვა ნივთიერებების, ამინდის, თუ ბუნებრივი ეროზიებისადმი — ის დიდი სიმდგრადით გამოირჩეოდა.


პრესა და მასმედია

image

Acta diurna populi Romani («რომაელი ხალხის ყოველდღიური ამბები») იყო ყოველდღიური «გაზეთი», რომელიც გაიუს იულიუს კეისრის (ძვ. წ. აღრ. 100–44 წწ.) ბრძანებით დაარსდა და თითქმის 300 წლის მანძილზე გამოდიოდა. ეს იყო თაბაშირის ფირფიტა, რომელზეც დღის ამბები იყო ამოტვიფრული: ინფორმაცია სენატის შესახებ, იმპერატორის გადაწყვეტილებები, კრიმინალური ქრონიკები, ჭორები და ა. შ.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. «საშობაო ზღაპარი» – ლეგენდა სურვილების ასრულებაზე და თითოეული ჩვენგანის დანიშნულებაზე

2. ყველაზე ძველი ჰოროსკოპი მსოფლიოში

3. ფიზიკური სიკვდილით, ადამიანის არსებობა არა სრულდება... რას გრძნობს ადამიანი სიკვდილის შემდეგ
4. ყველაზე გულისამაჩუყებელი ისტორია კატაზე

5. ცხიმების «მჭამელი» 3 წასახემსებელი პროდუქტი
6. 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა იყოს გერანი (ბალბა) ყველა ოჯახში


4
652
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
652
  
2021, 17 იანვარი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 16 იანვარი, 1:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 15 იანვარი, 12:10
მადლობა,
2021, 15 იანვარი, 12:06
ძალიან საინტერესო იყო
0 1 4