x
image
თორნიკე55
„1956 წელი იყო ეს ხალხი რომ ჩამოსახლდა ჩვენს სოფელში და ძმებად მივიღეთ...
გურიის რეგიონის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციის კოორდინატორი, ვალერი კოტრიკაძე გვიამბობს, რომ ადგილობრივ მუსლიმებთან, რომლებიც სოფელში ჩამოსახლდნენ, ძმური დამოკიდებულება წლების განმავლობაში ჰქონდათ.ცჰაი„1956 წელი იყო ეს ხალხი რომ ჩამოსახლდა ჩვენს სოფელში და ძმებად მივიღეთ, თანასოფლელებად და გვერდით დავუდექით. ბოლოს, გამრავლდნენ და ადგილები მიითვისეს, სახლები წამოჭიმეს, მაგრამ არაფერი გვითქვამს. მას შემდეგ დაიწყო ზოტიდან მიგრაცია. დაიწყო თვითნებური ჩამოსახლება ბუკნარში. ჩამოვიდოდნენ ღამით, სახლს აშენებდნენ და მთავრობაც იძულებული იყო დასთანხმებოდა, შეიცვლა ხელისუფლება და მიწები დაუკანონეს და ესეც მოვითმინეთ. მაგათთვის არაფერი დაგვიშლია“ ამბობს ბატონი ვალერი.

მისივე თქმით, მუსლიმმა მცხოვრებლებმა იყიდეს სახლი და სამლოცველოდ თვითნებურად გადააკეთეს, ისე რომ, არც სოფლის მცხოვრებლებისგან, არც ხელისუფლებისგან და არც საპატრიარქოსთან არ შეთანხმებულან.

„5 ოჯახია, რომელიც ფინანსდება გარედან. ეს იცის ყველამ. იყიდეს თვითნებურად სახლი, გადააქციეს საკულტო შენობად, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. უნდა შეეთანხმებინათ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, საპატრიარქოსთან, სოფელთან. საკულტო შენობაში ლოცულობდნენ 10 თვე და შემდეგ მოინდომეს მინარეთების მიდგმა, რასაც სოფლის მართლმადიდებელი მოსახლეობა არ ეთანხმება“ ამბობს ვალერი კოტრიკაძე.

„რამდენიმე დღის წინ ქრისტიანი ბიჭი გალახეს, არ გვიჩივლია. გავაფრთხილე ის კაცი, ვისი ოჯახის წევრმაც ჩვენიანი სცემა და რომელიც შევიწროებაზე საუბრობდა გუშინ, რომ ცენტრში ნუ გამოხვალ-მეთქი, რადგან ყველა დაძაბულია. პირიქით მოიქცა. გამოაიარა საყვირით, დემონსტრაციულად. ბიჭებს, ხელი დაუქნია, წავიდა ქვემოთ და იჩხუბა. შემდეგ დაურეკა აქეთ მცხოვრებ აჭარლებს, გამოვიდა ქუდზე კაცი, ბავშვები გამოიყვანეს. ბავშვმა მასწავლებელს უბიძგა ხელი. ბავშვი ესროდა ქალს და მამაკაცს ქვებს. ეს ბიჭი რომ ვერ დაეწია, გაუქნია და მოხვდა შემთხვევვით“-გვეუბნება ბატონი ვალერი.


სტატია მომზადებულია გურია ნიუსის მასალებიდან

4
227
2-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
227
  
2021, 14 იანვარი, 16:07
მთავარია აქეთა მხარეს, საპატრიარქოდან წამოვიდეს ჭეშმარიტი აზრის მატარებელი მღვდლები.
2021, 14 იანვარი, 16:04
ამიტომ ვამბობ, აქ მარტო ჭეშმარიტ მუსლიმებზე, რომ იყოს საუბარი ყველაფერი მოგვარებადი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ორივე მხარესაა "ცხელთავიანები".
2021, 14 იანვარი, 15:54
ნახე, ბოლოსკენ რა მოთხოვნები წამოვიდა? ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე. იქაც ხო პრობლემაა და მოკლედ არ დასრულდება ეს ამბავი კარგად...
2021, 14 იანვარი, 15:53
სამწუხაროა ქართველები საერთო ენას, რომ ვერ ვპოულობთ ხშირად....
0 1 4