ასტროლოგია ქუთაისში კომუნისტების დროინდელი ქარხნები აღდგება – ლელა კაკულია! 2021, 14 იანვარი, 14:11 ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში 2012 წლის 14 ივნისის წინასწარმეტყველებას აქვეყნებს.
„2012 წელი, 14 ივნისი
ის ცვლილებები, რომლებიც მომავალში საქართველოში მოხდება, ნამდვილად მოაძლიერებს ქართულ სახელმწიფოსა და ქართველებს. ეს ყველაფერი 20-25 წლის წინ ვიწინასწარმეტყველე და სიტყვა-სიტყვით ასრულდება. მთავრობა იცვლება, იცვლება ყველაფერი და ეს, ვიმეორებ, საქართველოს სასიკეთოდ.
ვხედავ, ქუთაისში აღდგება ის ქარხნები, კომუნისტების დროს რომ ფუნქციონირებდა. ქუთაისი იყო და იქნება ინდუსტრიის მშენებელი ქალაქი. მრავალი ადამიანი დასაქმდება, ხოლო პროდუქცია კი დიდ შემოსავალს მოუტანს სახელმწიფოს.
ეს სამხედრო ხაზითაა – მაგალითად, სამხედრო მანქანები, სამხედრო ვერტმფრენები და უამრავი სხვა რამ. ეს ძალზე საინტერესოა. მით უმეტეს, რომ ყველაფერი ეს ახალია და მოდერნიზებული, 21-ე საუკუნის თანამედროვე იარაღებია.
ამაზე ბევრს ილაპარაკებენ, მაგრამ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ამას კანონიერ სტატუსს მიანიჭებენ. განსაკუთრებით ამერიკა იაქტიურებს. რუსეთი კი, როგორ ყოველთვის, წინააღმდეგია, თუმცა არაფერი გამოუვა.
რუსეთმა დიდი ხანია, დაკარგა საქართველოზე ძალაუფლება, რასაც ვერ ეგუებიან დღემდე. საქართველო კი არ ჩერდება, წინ მიიწევს და ყველა ცვლილება ქართველი ხალხის სასიკეთოდაა მომართული. რუსეთს დღეს ომის დაწყება საქართველოს მიმართ არ აწყობს. რუსეთი ცდილობს, ჩრდილოეთ კავკასია შეინარჩუნოს და ამით არის დაკავებული. მათი პროექტი ასეთია: 1. ჩრდილოეთ კავკასია რუსეთის შემადგენლობაში შეინარჩუნოს; 2. გაატაროს ისეთი მყარი პოლიტიკა, რომელიც მრავალ საკითხს გადააწყვეტინებს მთელ კავკასიაში – განსაკუთრებით კი საქართველოს მიმართ. თუმცა ეს გეგმა სათავეშივე ჩაფლავებულია – ვხედავ, ვერ განახორციელებენ. ისევ ამერიკა უწევს წინააღმდეგობებს და არც მისცემს რუსეთს კავკასიის დაპყრობის უფლებას. ამას დიდი პოლიტიკური ბრძოლები უძღვის წინ.
რუსეთი ვერაფრით ეგუება საქართველოს დაკარგვას, რომელსაც ვერასდროს დაიბრუნებს. თუმცა ახლოსაა ის დროც, როცა კრემლის ბინადარნი, ანუ მთავრობა შეიცვლება. ვხედავ, მოდიან ნამდვილი დემოკრატები და ეს დროულიც იქნება როგორც თავად რუსი ხალხისთვის, ისე რუსული პოლიტიკისთვის (უპირველეს ყოვლისა!), ვინაიდან კრემლმა თითქმის მთელი მსოფლიო დაიპირისპირა დღეს – რუსული პოლიტიკა ნულის ტოლია. და ვხედავ, პირველი, რასაც რუსეთის მთავრობა გააკეთებს, ეს არის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში. ამას მთელი მსოფლიო მოსთხოვს რუსეთს. და საერთოდ, მსოფლიო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვლება.
რაც შეეხება დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსს, იგი ქართველებს ეკუთვნის და აზერბაიჯანის მცდელობა ფუჭია.
კოსმოსი არ დაუშვებს ამ წმიდა ადგილის წართმევას! დიახ, წართმევას – აზერბაიჯანს სომხეთთან ომები ჯერ კიდევ წინ აქვს, ყარაბაღს არ უთმობენ ერთმანეთს.
რუსეთი ორმაგ და სამმაგ თამაშებს განაგრძობს, საქართველო კი წართმეულ ტერიტორიებს იბრუნებს. ყველაფერს თავისი დრო აქვს. მომავალში ქართული პოლიტიკა მთლიანად იცვლება და აქ დიდ როლს, ვხედავ, ისევ ამერიკა ითამაშებს და ნურავის გექნებათ ილუზია. ეს ცვლილებები საქართველოს სასარგებლოდ იქნება მხოლოდ.
ყველაფერი მთელი სიზუსტით სრულდება. ხომ გსმენიათ, კაცი ბჭობდა და ღმერთი განაგებდაო – ბრძნული ნათქვამია. ვხედავ, მოდიან „მეცნიერები“, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“ და ეს ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის. ეს ჯერ კიდევ 1992-1995 წლებში ვიწინასწარმეტყველე. ყოველივე ასრულდება ასი პროცენტით, განსაკუთრებით კი, რაც გიორგი ბრწყინვალესთან დაკავშირებით ვიწინასწარმეტყველე“, – წერია წინასწარმეტყველებაში.
176 3-ს მოსწონს
|