ოთახის მცენარე ბინაში არა მარტო მარადიული გაზაფხულის შეგრძნებას გვიტოვებს, არამედ კოსმოსიდან მიღებულ ენერგიასაც გვინაწილებს. ალოე - აუმჯობესებს სივრცეში ენერგეტიკას, ადამიანებში ამაღლებს იმუნიტეტს.
აგავა - ეხმარება ადამიანებს თვალსაწიერის გაფართოვებაში, დაუჯერებელ, თავის თავში ჩაკეტილ ადამიანებს გაბედულსა და თავდაჯერებულს ხდის.
ბეგონია - უნდა იქონიონ მეტად ემოციურმა და მგრძნობიარე ადამიანებმა, რადგან ის ამშვიდებს გარემოს.
პატარძალას ყვავილი - კი ბიზნესმენისა და ოფისში მომუშავეთა ყვავილია. იქ, სადაც ეს ყვავილია, ადამიანები უფრო საზრიანები ხდებიან.