საქართველო ისინი ჩვეულებრივი აგენტები არიან 2021, 11 იანვარი, 20:04 საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ენმ-ძალა ერთობაშიას სახელით მონაწილეობდა, სადაც ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთან, სალომე ზურაბიშვილთან მეორე ტურში დამარცხდა. მან ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტი 2019 წლის მარტში დაიკავა. იგი, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს. ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ 31 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნებში ხმების 27.18% და 36 მანდატი მიიღო. პარტია მანდატებზე უარს ამბობს და ახალ პარლამენტში შესვლას არ გეგმავს. ნინო ანანიაშვილის მეუღლე ფიზიკოსი იყო და მუშაობდა კოსმოსის და ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში, კა-გე-ბეს გარეშე კი შეუძლებელია, მანდ ვინმემ მიგაკაროს. მე არ მჯერა, რომ "ნაციონალური მოძრაობა", რომლის ლიდერიც ის გახლდათ წლების განმავლობაში, პროდასავლურია. მგონია, რომ ყველაფერი, რაც აკეთეს, რუსებისთვის აკეთეს, ოღონდ პროდასავლურებს თამაშობენ. ამიტომ არ მიკვირს, რომ ისევ რუსეთში მიდიან. 210 1-ს მოსწონს
|