კულტურა ყველა დროის 10 დაუვიწყარი კაბა 2012, 28 აგვისტო, 12:25 ოდრი ჰემბერნი ყველას დაამახსოვრდა ჟივანშის მკაცრი შავი კაბით ფილმიდან „საუზმე ტიფანისთან“ – ____________________________________________________ შეუძლებელი იყო ამდიზაინში არ მოხვედრილიყო ჟან ლოუს დიზაინის კაბა, რომელიც 1962 წელს მერლინ მონროს პრეზიდენტ ჯონ კენედის იუბილეზე ეცვა. სწორედ ამ კაბაში უმღერა სექსიმბოლომ პრეზიენტს დაბადების დღის მისალოცი სიმღერა. ცოტა ხნის წინ კი ეს კაბა კრისტის აუქციონზე 1, 26 მილიონ დოლარად გაიყიდა. – ____________________________________________________ ნამდვილი ფურორი მოახდინა 1884წელს ემტივის დაჯილდოების ცერემონიალზე მადონას საქორწინო კაბამ. იმ დღის შემდეგ მადონა მოდურ გოგოდ იქცა. – ____________________________________________________ 2000წელს ჯენიფერ ლოპესმა გრემის დაჯილდოებაზე ვერსაჩეს მწვანე სექსუალური კაბა ჩაიცვა და მომდევნო რამოდენიმე თვის განმავლობაში პრესა აქტიურად წერა ამ კაბის შესახებ. სალაპარაკო მართლაც ბევრი იყო, რადგან კაბა მთლიანად გამჭვირვალე გახლდათ. – ____________________________________________________ დიანა ვინ ფიურსტენბერგმა თავისი სურნელოვანი კაბა 1973 წელს წარმოადგინა. ოგვიანებით ამ კაბის 5 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. დიანა კოკო შანელის შემდეგ ყველაზე მომგებიან დიზაინერად დასახელდა. – ____________________________________________________ ჯაკლინ კენედის მოდურ გარდერობზე ბევრს წერდნენ. ყველა წვეულებაზე ჟაკლინი განუმეორებლად ელეგანტური იყო, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი ოლეგ კასინის თეთრი სატანის კაბა გახლდათ, რომელიც მას ინაგურაციისადმი მიძღვნილ წვეულებაზე ეცვა. – ____________________________________________________ 1986წელს შერიმ „ოსკარის“ ცერემონიალზე ყველა დაჩრდილა. ამერიკულმა პრესამ მას შავი თუთიყუშიც უწოდა. ბობ მაკის კაბა პროვოკაციული იყო, მაგრამ შერისთვის საკმაოდ მოხდენილიც. – ____________________________________________________ ნიუ იუორკის კლუბ :სტუდია 54“-ში ბიანკა ჯაგერმა ჰელსტონის კაბით და თეთრი რაშით შეაბიჯა. ასე აღნიშნა მიკ ჯიგერის ცოლმა თავისი იუბილე. – ____________________________________________________ 2004 წელს ბიორკის გედის კაბა „ოსკარის“ ცერემონიალზე არაერთგვეროვნად აღიქვა. ზოგი უგემოვნების მწვერვლად მიიჩნევდა ზოგს კი მოეწონა. მიუხედავად ამისა ეს კაბა მაინც შევიდა ყველა დროის 10 დაუვიწყარ კაბათა რიცხვში. – ____________________________________________________ 1999 წელს გვინეტ პეტროუ „ოსკარის“ ცერემონიალზე რალფ ლოურენის ვარდისფერი ელეგანტური კაბით გამოცხადდა. კაბა იმდენად მომხიბლავი და ნაზი იყო რომ „ოსკარის“ ისტორიაში საუკეთესოდ დაასახელეს. 789 5-ს მოსწონს
|