კონფლიქტები აგვისტოს ომის პროკურორი 2021, 10 იანვარი, 1:06 ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა, რომელიც 2020 წლის სექტემბერში აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაშია, კიდევ ერთხელ გახდა ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირების სამიზნე - ბენსუდა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო "ტვიტერზე" აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, მოიხსენია, როგორც "კორუმპირებული, პოლიტიზირებული და არაკომპეტენტური". ![]() ფატუ ბენსუდა სისხლის სამართლის სხვა საქმეებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულს უკვე 4 წელია იძიებს. 2016 წლის 27 იანვარს, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) წინასასამართლო პალატამ მიიჩნია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის წინ, მიმდინარეობისას და შემდეგ, შესაძლოა, მომხდარიყო ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები, რის შემდეგაც პროკურორ ბენსუდას ნება დაერთო, გამოძიება დაეწყო. ჰააგის სასამართლომ შესაძლო დანაშაულთა შესასწავლად 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდი განსაზღვრა. პროკურორი საქართველოში მოწმეების გამოსაკითხად არაერთხელ იმყოფებოდა. აგვისტოს ომის პროკურორი არაერთხელ შეხვდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, რომელიც ჰააგის სასამართლოში საქართველოს მხარეს წარმოადგენს.160-გვერდიან დოკუმენტში აღწერილია ქართულ, რუსულ და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მხარეებთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაულები, თუმცა, ოპოზიცია და თვითონ გამოძიების პროცესთან დაკავშირებულ პირთა ნაწილი ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს არ იცავს და პირიქით, ქართველი ჯარისკაცების გასამტყუნებლად მუშაობს. ქართველი სამხედროების სიმართლის დასამტკიცებლად 2020 წლის აგვისტოში ჰააგის სასამართლოს დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნა წარუდგინა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის დავალებით, თეა წულუკიანისა და სუსის უშუალო მონაწილეობით, წლებია, ცდილობს 2008 წლის ომში დამნაშავეებად ქართველი ჯარისკაცები გამოიყვანოს. 171 1-ს მოსწონს
|