მეც მაინტერესებს რეალურად რომელი ცხოველი უფრო ძლიერია (კერძოდ კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლებს ვგულისხმობ). მოდი აღვწერ ორივე მათგანს და შემდეგ თითოეულმა ჩვენთაგანმა თავად გამოვიტანოთ დასკვნა რომელია უფრო ძლიერი.
ლომი - სიგრძე არის 180 დან 240 სმ-მდე. მასა აღწევს 180 დან 230 კგ-მდე. არის გამონაკლისებიც, ზოგიერთი მათგანი უფრო მეტიც არის სიგრძეში და წონაშიც. კატისებრთა ოჯახის წევრებიდან ლომი ყველაზე მაღალია და ვეფხვს სიმაღლეში აღემატება დაახლოებით 10-15 სმ-ით. კუნთები საკმაოდ განვითარებული აქვს. აგრეთვე ძლიერი და მოქნილი სხეული და დიდი და ბასრი ბრჭყალები აქვს. მისი ეშვის სიგრძე 8 სმ-ს აღწევს. მას შეუძლია ადამიანი ერთი თათის მოქნევით მოკლას(თუმცა ისინი ადამიანებს თავს ძალიან იშვიათად ესხმიან).
ლომს ცხოველთა მეფეს უწოდებენ, იმის გამო რომ მათ აქვთ ძალიან ძლიერი ხმა და მათი ღრიალი ისმის რამოდენიმე კილომეტრის მანძილზე. მათ საკმაოდ კარგი სმენა აქვთ. აგრეთვე საოცარი მხედველობა აქვთ, ისინი სიბნელეში ადამიანზე 5-6ჯერ უკეთესად ხედავენ. ძირითადათ მსხვერპლს როდესაც დაიჭერენ კისერში წვდებიან და გუდავენ, შემდეგ კი ჭამენ.
ფაფარი ლომს უპირატესობას ანიჭებს ვეფხვთან შედარებით; ის იცავს ლომის კისერს, მაგალითად ვეფხვს რომ შეერკინოს ვეფხვის მოქნეული თათი ლომს კისერს ვერ გაუჭრის, რადგან ფაფარი იცავს, აგრეთვე კისერში ვერ სწვდება ვეფხვი გასაგუდად, რადგან ლომის ფაფარი საკმაოდ ხშირი და სქელია.
ეს ზოგადი და აუცილებელი დახასიათებაა ლომის, რაც კონკრეტულად ვეფხვთან მისი შერკინების შესახებ ზოგად წარმოდგენას შეგვიქმნის რომ დასკვნები გამოვიტანოთ.
ეს არის ციმბირული ვეფხვი. ყველაზე დიდი და ძლიერია ვეფხვებს შორის. მისი წონა 400 კგ-საც კი აღწევს როცა ლომის მაქსიმალური წონა 250 კგ-ია. ყველაზე დიდი წონის ციმბირული ვეფხვი იყო ჯაიპური და მისი წონა იყო რეკორდული 465 კგ. ციმბირული ვეფხვი სიგრძეში 3 მეტრს აღწევს როცა ლომის მაქსიმალური სიგრძე 250 სმ-ია. ყველაზე გრძელი ვეფხვის სიგრძე რაც დაფიქსირებულია ეს არის 3 მ და 35სმ.
ვეფხვი ლომზე გაცილებით მოქნილი და ეშმაკია. ციმბირულ ვეფხვს დღეში შეუძლია 30 კგ ხორცი ჭამოს, ეს მაქსიმალურად, საშუალოდ ყოველდღიურად ჭამენ 10-15 კგ ხორცს. ციმბირული ვეფხვის ეშვის სიგრძე არის დაახლოებით 10 სმ.
ვეფხვი როდესაც ორთაბრძოლისთვის ემზადება, ის მეტოქეს კუდის ბათქუნით აფრთხილებს ამის შესახებ. ყოფილა შემთხვევები როდესაც ციმბირულ ვეფხვს დათვი მოუკლავს "დათვის მოკვლა კი ადვილი საქმე არა არის მეგობრებო".
თუ რაიმეს დაამატებთ მოხარული ვიქნები. თქვენი აზრიც მითხარით ამ ორი ღირსეული მეტოქიდან, რომელი დარჩებოდა გამარჯვებული და რატომ.? მადლობა რომ წაიკითხე :)))
http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/13413-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%90-%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%AB%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%98/167/user:CAMEL:show:channel