x
image
თორნიკე55
დაპირისპირება ებრაულ თემს შორის, ქუთაისში, 1918-19 წლებში

რევოლუციისა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის წლებში განსაკუთრებით გამძფრდა იდეოლოგიურ შეხედულებათა სხვადასხვაობა ქართველ ებრაელებში, მათ შორის, ქუთაისის ებრაელებშიაც. ქუთაისის ებრაელები საქართველოში მცხოვრებ ებრაელთა შორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან ჯგუფს წარმოადგენდნენ. 1917 წლის შემოდგომაზე ქუთაისში ორთოდოქსალურმა სასულიერო პირებმა და მათმა მიმდევრებმა, მსოფლიოს ებრაელთა ორთოდოქსალურ წრეებში გავრცელებულ„აგუდათ ისრაელის“ მსგავსად, საკუთარი „აგუდათ ისრაელი“ დააარსეს, რომლის თავმჯდომარედ ცნობილი ქუთაისელი ვაჭარი მარდახა ფიჩხაძე აირჩიეს.

ქუთაისი1918 წლის შემდგომისათვის ებრაელთა თემში დაპირისპირებებმა პოლიტიკური ბრძოლის სახე მიიღო, რაც უკავშირდებოდა საქართველოში მცხოვრებ ებრაელთა საქართველოს პარლამენტში წარმომადგენლობის საკითხს. დიდი კამათის შემდეგ პარლამენტმა დაადგინა, რომ დეპუტატებად ეცნოთ ისრაელთა ინტერპარტიული საბჭოს, ქუთაისის ქართველ ისრაელთა საზოგადოებისა და სასულიერო მმართველობის მიერ წარმოდგენილი ორი კანდიდატი – ა. ბუზიაშვილი და მ. დავარაშვილი.

„აგუდათ ისრაელი“ დაპირისპირებული იყო სიონისტურ მოძრაობასთანაც (დავით ბააზოვის ფრთა) და ასევე, ასიმილაციონიზმის მომხრე ებრაელებთანაც (ხახანაშვილების ფრთა). ორგანიზაცია მხარს უჭერდა ქართველი ებრაელების საქართველოსთან მტკიცე კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტეგრაციას.

0
89
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0