x
image
თორნიკე55
"ქრისტიანთა მდევნელი" და "ურწმუნო მოდგმა"
20 დეკემბერს, მიტროპოლიტმა იოანემ, ლიტურგიისას ებრაელი ერი დამამცირებელ, ანტისემიტურ კონტექსტში რამდენჯერმე მოიხსენია. მან ებრაელებს უწოდა "ქრისტიანთა მდევნელი" და "ურწმუნო მოდგმა".

მათივე აღნიშვნით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს აქამდე საჯაროდ არ დაუგმია საეკლესიო ანტისემიტიზმის გამოვლენის ფაქტი.იოანე

"ამგვარი სიტყვებით მოხსენიება ებრაელი ხალხის დემონიზაციაა და იმეორებს საშიშ სტერეოტიპს, რომლის თანახმად ქრისტეს მკვლელობისთვის მთელ ერს კოლექტიური პასუხისმგებლობა ეკისრება. [...]

საქართველოში მართლმადიდებელი მაღალი იერარქიის წარმომადგენელი სასულიერო პირების მხრიდან იუდაური რელიგიისადმი შეუწყნარებლობის გამოვლენა, იმ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის უგულებელყოფაცაა, რომელიც ებრაელებსა და ქართველებს ერთმანეთთან აკავშირებს.


იოანე გამრეკელმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ "ბრძოლა დღესაც გრძელდება, ეს ეთნიკური ნიშნით არ განისაზღვრება, ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ". მან პარალელი გაავლო ებრაელებს, "ურწმუნო მოდგმასა" და უფლებადამცველებს შორის, რომლებიც დღეს ეკლესიას აკრიტიკებენ და შესაბამისად, ამით იუდაური თემის გზას აგრძელებენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ადგილი აქვს ანტისემიტურ გამოვლინებებს მართლმადიდებელი სასულიერო პირების მხრიდან. 2013 წლის 4 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე, ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მართლმადიდებელი სასულიერო პირები მონაწილეობდნენ რელიგიური შუღლის გაღვივებისა და ანტისემიტიზმის გამოვლენაში. კერძოდ, სადღესასწაულო შეკრებისას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და ისრაელის ელჩი ესწრებოდნენ, დეკანოზი დავით ისაკაძე შეურაცხყოფდა ებრაელ ხალხს, იუდაურ რელიგიას და აცხადებდა, რომ ხანუქას აღნიშვნა მათთვის, როგორც ქართველი მართლმადიდებლებისთვის, მიუღებელია. საპატრიარქოს მართლმადიდებელი მღვდლების ანტისემიტური მოწოდებები არც მაშინ დაუგმია.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) განცხადება:

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია კარკაძის ბოლო დროს თქმული ქადაგება სრულად წარმოადგენს უსაფუძვლო ბრალდებებს ებრაელი ერის ან ცალკეული წარმომადგენლების მიმართ. არ ეფუძნება ეკლესიის სწავლებას და გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით.

ამასთან, ქართველებისა და ებრაელების ურთიერთთანადგომით სავსე კეთილმეგობრული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა საფუძვლის გარეშე კუსა და მორიელის იგავს არის შედარებული. ამგვარი შედარება შეუსაბამოა, გულსატკენი და დასაგმობი.

დეკანოზმა ილიამ მიიღო შესაბამისი შენიშვნა და წუხს ნათქვამი სიტყვების გამო.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე ჩემ წინააღმდეგ ანტისემიტიზმის ბრალდებით აგორებული კამპანია მართებულად და ობიექტურად შეაფასა ისრაელის ელჩმა საქართველოში, ბატონმა რან გიდორმა და მაგალითი მოგვცა ტოლერანტობისა.

ამგვარი ფაქიზი დამოკიდებულებით ჩვენ არა მარტო წარსული კეთილი ურთიერთობის ხსოვნას შევინარჩუნებთ, არამედ მომავალშიც გავაგრძელებთ მას.

0
133
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0