საქართველო ზვიად გამსახურდიას ისტორია. 2021, 8 იანვარი, 16:43 „მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება თითქმის პატიმრობაში გავატარე. იყო ნამდვილი პატიმრობა, შინაპატიმრობა, გადასახლება, ციხე... იყო პერიოდი, ლუკმაპური უჭირდა ჩემს ცოლ-შვილს, მაგრამ მე სხვაგვარად არ შემეძლო. მე ჩემი ცხოვრება თხუთმეტი წლისამ დავიწყე. აი, ამ სახლში მუდამ საქართველოზე იყო ლაპარაკი. იკრიბებოდნენ მწერლები, მეცნიერები... გარეთ რომ ვერაფერს ამბობდნენ, აქ ბჭობდნენ, ჭირისუფლობდნენ, გულს იოხებდნენ... მე აქ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა აკადემია გავიარე და მისი ღალატი არასოდეს მიფიქრია... ადამიანში არის რაღაც, რასაც ვერაფრით შეცვლი. ალბათ, ესაა ბედისწერა. მე არასოდეს მიფიქრია სხვაგვარ ცხოვრებაზე“. 109 3-ს მოსწონს
|