x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის ასაშენებელი TBM მანქანა უკვე საქართველოშია
image
ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარი საქართველოში უკვე ჩამოვიდა.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ავრცელებს



9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა, საქართველოში პირველად განხორციელდება გვირაბგამყვანი მანქანის - TBM-ის საშუალებით. TBM-ის დანადგარი ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური გვირაბგამყვანი მანქანაა. ამ მეთოდით გვირაბის მშენებლობა მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და მეტად უსაფრთხოა. TBM-ის მანქანა, გვირაბის გაყვანის პარალელურად, უზრუნველყოფს გვირაბის ბეტონით მოპირკეთებას, რაც კიდევ უფრო ზრდის უსაფრთხოების სტანდარტს.

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება.

ქვეშეთი-კობის არსებული გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე. ზამთრის დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, არსებულ გზაზე გადაადგილება არ არის უსაფრთხო. ახალი მაგისტრალური გზისა და გვირაბის მშენებლობით მოგვარდება მრავალწლიანი პრობლემა და წელიწადის ნებისმიერ დროს ამ მარშრუტზე შესაძლებელი გახდება ავტოტრანსპორტის შეუფერხებლად და უსაფრთხოდ მოძრაობა .


გვირაბი, რომელიც ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში აშენდება, სიგრძით 9 კმ, ხოლო სიგანით 15 მეტრი იქნება და მისი ანალოგი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში არ იარსებებს.

TBM მანქანა გამოყენებულია ისეთ ცნობილ მშენებლობებში, როგორიცაა ნიაგარას გვირაბი( ჰიდროელექტროსადგური ჩანჩქერის ქვეშ)-2013 წელს, ასევე ორიარუსიანი გვირაბი გზატკეცილი 99-ზე სიეტლში, აშშ(2013 წ.)კუალა -ლუმპურის მეტრო და სხვა.

1
397
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
397
  
2021, 16 იანვარი, 1:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1