ტექნოლოგიური სიახლეები თურქეთში გამოიგონეს აპარატი, რომელიც 10 წამში ადგენს ტესტს კორონავირუსზე 2021, 5 იანვარი, 11:25 ანკარაში ბილკენტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ათ წამში ავლენს SARS-CoV-2 კორონავირუსს, ამის შესახებ განაცხადა უნივერსიტეტის პრესსამსახურმა. მოწყობილობას, რომელსაც Diagnovir შეარქვეს, შეუძლია ნერწყვის ნიმუშიდან კორონავირუსი 10 წამში გამოავლინოს. ნიმუშს ურევენ სპეციალურ ხსნარს და ათავსებენ ჩიპზე, რომელსაც პათოგენის გამოვლენა შეუძლია და თუ ბიოსენსორი გამოავლენს პათოგენის არსებობას, ოპტიკური სისტემა ფერს იცვლის. ანალიზის მთელი პროცესს სულ ათი წამი სჭირდება. მეცნიერები ამბობენ, რომ მოწყობილობის ეფექტურობა 99 პროცენტია. მოწყობილობაში გამოყენებული ტექნოლოგია თურქმა სპეციალისტებმა შვიდ თვეში შეიმუშავეს და მომავალში შეუძლია მუშაობა არა მხოლოდ SARS-CoV-2, არამედ სხვა პათოგენებთანაც. დაგეგმილია გამოგონების დაპატენტება. სისტემა ერთობლივად შეიმუშავეს bilkent Holding-მა და E-A Technology-იმ ”სისტემას აქვს მაღალი საექსპორტო პოტენციალი. ასევე დაიწყო ეტიკეტირების, სერთიფიცირებისა და აკრედიტაციის ყველა ეტაპი, რაც გზას გაუხსნის შიდა და საერთაშორისო გაყიდვებს. ჩვენ გვჯერა, რომ ეს გამოგონება უახლოეს მომავალში დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში ”, - განაცხადეს ბიკენტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 102 4-ს მოსწონს
|