x
მეტი
  • 10.11.2024
  • სტატია:138157
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511893
გიორგი ცისკარაულის გუნდი კვლავ საუკეთესოა!
უშუს გუნდი (დედოფლისწყარო)დედოფლისწყაროს უშუს გუნდი როგორც ბოლო რამდენიმე წელი, 2020 წელსაც საუკეთესო შედეგებით გამოირჩეოდა. 26 დეკემბერს გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი და დედოფლისწყაროელმა ბიჭებმა 4 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

- როგორ შეაფასებდით 2020 წელს?

- პანდემიის მიუხედავად საკმაოდ კარგი შედეგები გვქონდა, 2020 წლის იანვარში ბექა გონაშვილმა და გიორგი წიკლაურმა გვასახელეს უკრაინაში და საერთაშორისო ტურნირიდან პირველი და მეორე ადგილები ჩამოიტანეს, შემდეგ იყო ნიკა ჩიტიშვილის მესამე ადგილი მოსკოვიდან, ამის შემდეგ კი 4 პირველი ადგილი თბილისის ღია პირველობიდან. შემდეგ ზაფხულში და შემოდგომის მიწურულს ჩვენმა ბიჭებმა გაიარეს სპორტული შეკრებები (ზბორები) შეკვეთილში და ბაკურიანში. ბოლოს კი 4 პირველი ადგილი საქართველოს ჩემპიონატიდან.

- საქართველოს ჩემპიონატზე ვის ბრძოლას გამოარჩევდით თქვენი სპორტსმენებიდან?


- უფრო მეტ ოქროს მედალს ველოდებოდით მაგრამ, ჩვენი ბიჭები რამდენიმე მოხვდა ერთ წონით კატეგორიაში, რამაც რამდენიმე პირველი ადგილის შანსი თავიდანვე დაგვაკარგინა. შემიძლია გამოვარჩიო გივი გოჩიტაშვილი და ლევან წიკლაური რომელტაც 3-3 ბრძოლა დამაჯერებლად მოიგეს და ჩემპიონები გახდნენ, საუკეთესოდ გამოვიდნენ დებიუტანტები საბა ბუთხუზი და კახა ჩალახეშაშვილი რომელთაც პირველი და მეორე ადგილები აიღეს.

- რა გეგმები გაქვთ 2021 წელს??

- 2021 წელს ვგეგმავთ მონაწილეობა მივიღოთ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ სპორტსმენების გამგზავრება და შერჩევა ნაკრების მწვრთნელის პრეროგატივაა. მათი გამგზავრება ასევე დამოკიდებულია დაფინანსების რაოდენობაზე. მე რათქმაუნდა მაქვს ჩემი გათვლები და ვარაუდები, მაგრამ ბოლო სიტყვა ნაკრების მწვრთნელს ეკუთვნის. ისე კი ვფიქრობ რომ ლევან წიკლაური და გივი გოჩიტაშვილი საუკეთესო კანდიდატები იქნებოდნენ გამგზავრებისთვის.


ვალერი კოკილაშვილი


0
26
1-ს მოსწონს
ავტორი:უშუ სანდა
უშუ სანდა
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0