სხვა საჭირო მომენტში გადაღებული ეპიკური კადრები 2021, 5 იანვარი, 15:12 სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.
ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები. ფოტოები, ეს ხომ ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელზეც აღბეჭდილი მომენტი მხოლოდ მეხსიერებაში არ ისახება და შეგვიძლია ახლობლებსაც გავუზიაროთ. რაზეა წამსვლელი ადამიანი ერთი კარგი და ეპიკური კადრისთვის? ეს ალბათ ინდივიდუალური საკითხია, თუმცა პოზა, ფონი და სრულყფოილი გამომეტყველება, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. წარმოგიდგენთ საჭირო მომენტში გადაღებულ ეპიკურ კადრებსიხილეთ აგრეთვე: აბსოლუტურად უწყინარი ორაზროვანი ფოტოები, რომელზეც ბავშვები არიან "მეგობრებმა გაუჩალიჩეს" - სახალისო ფოტოები, რომლებიც აამაღლებს თქვენს განწყობას სახალისო ფოტოები, რომლებზეც მნიშვნელოვანი "უკანა ფონია" ფოტოები, რომლებსაც გვერდს ემოციების გარეშე ვერ აუვლით ფოტოებზე აღბეჭდილი წარუმატებელი მომენტები, რომლებიც გაგახალისებთ ფოტოები, რომლებიც ბევრს გაცინებთ 1104 8-ს მოსწონს
|