სხვა ყველაზე გულისამაჩუყებელი ისტორია კატაზე 2021, 4 იანვარი, 13:24 ამბობენ, სამყაროს მხოლოდ სილამაზე გადაარჩენსო. მაგრამ, ეს იმ შემთხვევაში, თუ სწორედ ვიცხოვრებთ და ის სწორედ გვეყვარება... იმ სახლის ყველა მოსახლემ, რომელშიც ვცხოვრობდი, იცოდა, თუ როგორი მახინჯი იყო ეზოს შემოკედლებული კატა. მას მხოლოდ სამი რამ უყვარდა ქვეყანაზე: ბრძოლა არსებობისთვის, იმის ჭამა, რასაც იშოვიდა და მოფერება. ამ სამი რამის კომბინაციამ და კიდევ იმან, რომ უსახლკარო იყო, მის სხეულზე წარუშლელი კვალი დატოვა: კატას არა ჰქონდა ცალი თვალი და ცალი ყური, ხოლო მარცხენა ფეხი მოტეხილობის შემდეგ, ისეთი კუთხით შეუხორცდა, რომ როდესაც დადიოდა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს სადმე შეხვევას აპირებდა. კუდი კარგა ხნის წინ გაუქრა. მის ადგილზე კი, მხოლოდ პატარა მონაკბენჩი ჰქონდა, რომელიც მუდმივად მოძრაობდა. კატას თავი და მხრები მთლიანად იარებით ჰქონდა დასერილი. ნებისმიერ ადამიანს, ვინც მას ხედავდა, ამბობდა: «რა ძალიან მახინჯია ეს კატაო!..». ყველა ბავშვს, მასთან შეხება, კატეგორიულად აკრძალული ჰქონდა. ხოლო, უფროსები, მას ბოთლებს და ქვებს ესროდნენ და წყალს ასხავდნენ, რომ გაეგდოთ. ყველაზე საკვირველი კი ის იყო, რომ როდესაც წყლით ასველებდნენ, ის ადგილიდან არ იძვროდა – მორჩილად იდგა და სველდებოდა, ვიდრე მწვალებელს მისი გაწუწვა არ მობეზრდებოდა. როდესაც მას რამეს ესროდნენ, მიდიოდა და საკუთარ მჩაგვრელს, ფეხზე ეხახუნებოდა, თითქოს დანაშაულისთვის პატიებას სთხოვდა. ბავშვს დაინახავდა თუ არა, სასწრაფოდ მასთან გარბოდა, ხელებზე თავს უხახუნებდა, ხმამაღლა კრუტუნებდა და ამ ფორმით, მოფერებას სთხოვდა. შემდეგ, ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, თუ როგორ შეცვალა ერთმა უბედურმა კატამ, ჩემი წარმოდგენები სულის ჭეშმარიტ სისუფთავეზე, ერთგულ და უსაზღვრო სიყვარულზე. ხეიბარმა კატამ თანაგრძნობის შესახებ უფრო მეტი მასწავლა, ვიდრე ათასმა წიგნმა, ლექციამ და საუბარმა. და მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისი. არხის სხვა სიახლეები:1. «საშობაო ზღაპარი» – ლეგენდა სურვილების ასრულებაზე და თითოეული ჩვენგანის დანიშნულებაზე 2. ყველაზე ძველი ჰოროსკოპი მსოფლიოში 3. ფიზიკური სიკვდილით, ადამიანის არსებობა არა სრულდება... რას გრძნობს ადამიანი სიკვდილის შემდეგ 5. ყველაზე გემრიელი ნამცხვრები მოხარშული კრემით 6. ვარსკვლავური წყვილები, რომლებმაც ფილმებში შეყვარებულები ითამაშეს 324 5-ს მოსწონს
|