სხვა საუდის არაბეთის პრინცესას ცხოვრების საიდუმლოებები: ქალი, რომელიც მუსულმანური სამყაროს სტერეოტიპებს ანგრევს! 2021, 1 იანვარი, 19:37 როგორც ზღაპარში... საუდის არაბეთის 37 წლის პრინცესას ამირა ალ-თავილის ცხოვრება ერთი შეხედვით წარმატების ფანტასტიკურ ისტორიას მოგვაგონებს, რომელსაც ღამღამობით ბავშვობაში გვიყვებოდნენ, თუმცა არც ამ აღმოსავლელი ლამაზმანის ცხოვრებისეული გზა გახლდათ ია - ვარდით მოფენილი.ამირა საუდის არაბეთის პრინცზე იყო დაქორწინებული, მაგრამ სამწუხაროდ, 2014 წლის იანვარში მათი ქორწინება დასრულდა. მედიის ცნობით, ალ-თავილი ალ ვალიდის მესამე, ერთადერთი ცოლი იყო. წყვილს საერთო შვილი არ ჰყავდა.თუმცა პრინცს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავდა, ჭორების თანახმად, საქორწინო კონტრაქტში ისიც კი იყო მითითებული რომ ამირას შვილების ყოლა არ შეეძლო. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა წყვილის განქორწინების მთავარი მიზეზიც.მაგრამ ამირა ალ-თავილი, როგორც პროგრესული ქალი ამაზე არ დარდობს. დღეს ის საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული, კერძოდ კი, საუდის არაბეთში ქალთა უფლებების დასაცავად და მათთვის ღირსეული განათლების მისაღებად იბრძვის.სხვათა შორის, ამირა იყო თავის სამშობლოში ერთ-ერთი პირველი, ვინც ელეგანტური თანამედროვე სამოსის სასარგებლოდ, ტრადიციული აბაიას ტარებაზე უარი თქვა.მან შეერთებულ შტატებში ნიუ – ჰეივენის უნივერსიტეტი დაამთავრა და ბიზნესის ადმინისტრირების დიპლომიც აიღო, რასაც შეუძლებელია მის მსოფლმხედველობაზე გავლენა არ მოეხდინა.ამირა ალ - თავილი საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციის "Al-Waleed bin Talal Foundation"- ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, რომელიც არა მხოლოდ ქალთა განსხვავებულ აღმსარებლობას უჭერს მხარს, არამედ სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამებსა და პროექტებს აქტიურადაც ლობირებს.ცნობილია, რომ ამირა საუდის არაბეთის ცნობილ აქტივისტთან მანალ ალ-შარიფთან მეგობრობს, რომელმაც ერთ დროს "YouTube"-ზე ვიდეო ატვირთა, სადაც ის მანქანას მართავდა.წარმოუდგენელია, თუმცა ფაქტია რომ გოგონა ამის გამო ერთი კვირით ციხეშიც კი გაუშვეს. ალ-თავილი აღიარებს, რომ ის ალ-შარიფს უშიშარ, მებრძოლ ქალად მიიჩნევს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ამირას თავადაც აქვს საერთაშორისო მართვის მოწმობა და საზღვარგარეთ მოგზაურობისას ის ავტომობილს ყოველთვის თავად მართავს.248 1-ს მოსწონს |