x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სულ გაგიჟდით?! იაპონიის ყველაზე უცნაური ტრადიციები და გამოგონებები
image


იაპონია - არის ქვეყანა, რომელიც სხვა ქვეყნებს ტექნოლოგიური თვალსაზრისით, წინ ერთი ნაბიჯით უსწრებს, მაგრამ ზოგჯერ ეს ტექნოლოგიები ყველა დასაშვებ ზღვარს სცდება. წარმოგიდგენთ ყველაზე გიჟურ ფოტოებსა და გამოგონებებს, რომელთა ნახვაც მხოლოდ ამომავალი მზის ქვეყანაშია შესაძლებელი.




აუზები ღვინითა და მწვანე ჩაით


imageimage


ხელსახოცები ბურგერებისთვის


image


იაპონელ ქალბატონებს დიდი ბურგერების ჭამა ეუხერხულებათ, ამიტომ მათთვის პირის დასაფარად სპეციალური ხელსახოცები იქნა გამოგონილი.





ტკბილი მაიონეზი


image


ეს არ გახლავთ ჩვეულებრივი მაიონეზი, რომელსაც ჩვენ სენდვიჩებთან ან სალათებთან მივირთმევთ. იაპონელები მაიონეზ - "Kewpie" -ის როგორც წესი, ნაყინთან, ჩიფსებთან და ბლინებთან ერთად გეახლებიან.





დიეტური წყალი



image


იაპონელთა გენიალური გამოგონება... ვერაფერს იტყვი





კბილების გაშავება (ოჰაგურო)


image


ადრე ეს პროცედურა მიმზიდველობის სიმბოლოდ ითვლებოდა, რომელსაც ძირითადად, კეთილშობილი ქალები მიმართავდნენ. დღესდღეობით, კბილების გაშავება თეატრალურ წარმოდგენებში გვხვდება, ოჰაგუროს ტრადიციას ზოგიერთი გეიშა ახლაც კი იცავს.





ამიაკიანი ნაყინი


image


ამომავალი მზის ქვეყანაში შეგიძლით დააგემოვნოთ ნაყინი არა მხოლოდ ხორცის ნაჭრებით, არამედ - კალმარის "მელნით", ნივრის, ვასაბისა და მედუზის გემოთიც.







0
232
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
232