x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ნახეთ როგორ ხვდებიან ცნობილები ახალ წელს
ახალი წელი დიდისა თუ პატარისთვის, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. დღესასწაული, რომელიც მრავალ კულტურაში ადგილობრივად მიღებული კალენდრის მიხედვით დგება წლის ბოლო დღიდან მომავალი წლის პირველ დღეზე გადასვლის მომენტში. გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ახალი წელი დგება პირველ იანვარს. ყველა ქვეყანა განსხვავებულად აღნიშნავს ახალი წელიწადის დადგომას, თუმცა არიან ქვეყნები, რომლებიც 1 იანვარს ახალ წელს არ აღნიშნავენ და მათი კალენდრის ათვლა და მიმდინარეობა, სულ სხვაგვარია.


image


ახალი წელი სხვადასხვა ქვეყნებში შემდეგი ტრადიციებით დგება:



არგენტინა - ძველი ტრადიციის თანახმად, არგენტინაში დაწესებულებების თანამშრომლები წლის ბოლო სამუშაო დღეს, ფანჯრიდან ძველ კალენდრებს, უვარგის უწყისებსა და ბლანკებს ყრიან. ისე რომ ბუენოს-აირესის იმ ნაწილში, სადაც სამუშაო დაწესებულებები მდებარეობს, შუადღისთვის ქუჩები ქაღალდების თხელი ფენით იფარება. ამ ტრადიციის წარმომავლობის შესახებ არავინ არაფერი იცის, თუმცა მის გარეშე არგენტინელებისთვის ახალი წელი არ არსებობს.



ავსტრალია - ახალი წლის დღეს, სიდნეის პლაჟებზე შესაძლებელია საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი თოვლის პაპის ხილვა. ასეთ ეგზოტიკურ თოვლის პაპას ტრადიციული სანტა-კლაუსისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები — თეთრი წვერი და წითელი ქუდი მაინც აქვს.


ავსტრია - ვენაში დაუწერელ კანონად ითვლება ახალ წელს წმინდა სტეფანეს ეკლესიაში ჩამოკიდებული „მსოფლიო ზარის“ საზეიმო ხმის მოსმენა. ძველ დროში კი კარგი ნიშანი იყო ბუხრის მწმენდავთან შეხვედრა, შეხება და დასვრა. ეს ტრადიცია ბედნიერების მომტანად მიაჩნდათ.


საბერძნეთი - ბერძნული ტრადიციის თანახმად, ზუსტად 12 საათზე ოჯახის უფროსი ეზოში გადის და კედელს ბროწეულს ესვრის. თუ ბროწეულის მარცვლები მთელს ეზოში მიმოიფანტება, მაშინ ახალ წელს ეს ოჯახი ბედნიერად გაატარებს. სტუმრად მისვლისას ბერძნებს თან დახავსებული ქვა მიაქვთ და სახლში მისვლისას მასპინძელს ეუბნებიან: „დაე, ჩემი მასპინძლის ქისა ამ ქვასავით მძიმე იყოს“.


დანია - დანიაში ტყის მცველებმა ბრაკონიერებთან — რომელთაც ნაძვის ხის მოჭრა და სახლში წაღება უნდათ — ბრძოლის მეტად ეფექტურ მეთოდს მიაგნეს. წინასაახალწლო დღეებში ისინი ნაძვის ხეს სპეციალურ ხსნარს უსვამენ, რომლის მყრალი სუნიც სიცივეში შეუმჩნეველია, მაგრამ როგორც კი ხე თბილ გარემოში აღმოჩნდება, იგი მაშინვე საშინელ სუნს უშვებს.


კუბა - ახალი წლის ღამეს კუბელები ჭიქებს წყლით ავსებენ და ზუსტად 12 საათზე ფანჯრიდან ასხამენ. ასეთი ჟესტით კუბელები ერთმანეთს უსურვებენ, რომ დამდეგი წელი წყალივით ნათელი, სუფთა და ბედნიერი ყოფილიყოს.


პერუ - პერუში მიაჩნიათ, რომ ის, ვინც საკუთარ სახლს ჩემოდნით ხელში შემოუვლის, დიდი ხნის ნატვრას აისრულებს და სამოგზაუროდ გაემგზავრება. სხვა ტრადიციის თანახმად კი, თუ გოგონა, რომელსაც ხელში ტირიფის წნელი უჭურავს, მის მეორე ბოლოს უცნობ ყმაწვილს შეახებს, იგი მისი საქმრო გახდება.


შოტლანდია - ახალი წლის ღამეს, შოტლანდიელები კასრში ფისს ასხამენ და მას ქუჩებში მოატარებენ. მათი აზრით, ეს გასული წლის დაწვის სიმბოლოა, რის შემდეგაც ახალ წელს გზა ხსნილი აქვს. როდესაც საათის ისრები 12–ს მიუახლოვდება, სახლის უფროსი კარს აღებს და მანამ არ კეტავს, სანამ ზარის უკანასკნელ დარეკვას არ გაიგონებს. ამით იგი სახლიდან ძველ წელს აძევებს, ახალს კი უშვებს. ახალი წლის ღამეს სახლში შავთმიანი მამაკაცის შესვლა კარგის ნიშანია.


ვინაიდან უკვე წელიწადი ხდება რაც პანდემია მძვინვარებს მთელს მსოფლიოში და გარკვეული რეგულაციები მოქმედებს, ბევრი ცნობილი თუ არა ცნობილი, ვეღარ ახერხებს პუბლიკასთან ერთად ახალი წლის გრანდიოზულად აღნიშვნას, ამიტომ გვიზიარებენ სოციალურ ქსელში ფოტოებს, თუ სად და ვისთან ერთად უწევთ ახალი წლის ღამის გატარება.




1. ჯორჯინა როდრიგესი და კრიშტიანუ რონალდუ ბავშვებთან ერთად.image





2. კრის ჰემსფორტი. image





3. სელმა ჰაიაკი დედამთილთან ერთად. image





4. რიზ უიზერსპუნი და ჯიმ ტოტი ბავშვებთან ერთად. image




5. სელინ დიონი შვილებთან ერთად. image





6. ჯესიკა სიმპსონი. image





7. პერიზ ჰილტონი და კარტერ რეუმი. image





8. ჰიუ ჯეკმანი. image





9. დევიდ ბექჰემი ოჯახთან ერთად. image






10. დემი მური მეგობრებთან ერთად. image





11. ბრიუს უილისი შვილებთან ერთად. image





12. სოფია ვერგარა ოჯახის ქევრებთან ერთად. image





13. პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი. image





14. ევა ლონგორია შვილთან ერთად. image





15. ნაომი კემპბელი მეგობრებთან ერთად. image





16. ჟიზელ ბიუნდხენი და ტომ ბრედი. image





17. გოლდი ჰოუნი. image





18. მიკ ჯაგერი. image





19. მერაია ქერი შვილებთან ერთად. image





იხილეთ აგრეთვე:



იცოდით, რომ ისინი 1 იანვარს ახალ წელს არ აღნიშნავენ?!image

0
60
2-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0