სხვა ბუნებასთან ჰარმონიაში: ავას ტომის ქალები გარეულ ცხოველებს ძუძუთი კვებავენ 2020, 29 დეკემბერი, 14:21 ამაზონის ტყის სიღრმეებში ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში საოცარი ავას ტომი ცხოვრობს. ოდესღაც ისინი თავიანთი საგვარეულო მიწებიდან ევროპელმა კოლონისტებმა განდევნეს, ახლა კი, ეს უძველესი ტომი გადაშენების საფრთხის ზღვარზეა.500 წლის წინ, ავას ტომი ათი ათას ადამიანს შეადგენდა, ახლა ის 4 ათას ძლივს აღწევს, მათ უმრავლესობას გარე სამყაროსთან შეხება პრაქტიკულად არასდროს ჰქონია."ცივილიზაციიდან" ცოტა ვინმემ თუ მოახერხა ავას ტომთან ცოტათი მაინც მიახლოება და მათი ცხოვრების წესის ახლოდან გაცნობა. ფოტოგრაფი დომენიკო პულიეზე ერთ-ერთი იმ იღბლიანთაგანია, რომელმაც ამ გადაშენების ზღვარზე მყოფ უნიკალური ტომის წარმომადგენლებთან გარკვეული დრო გაატარა და მათთვის ერთგვარ "ეგზოტიკურ გასართობადაც" კი იქცა.პულიეზეს აზრით, ამ ტომში ყველაზე საოცარი - მათი გარეულ ცხოველებთან ურთიერთობაა. ხელოვანის თქმით, თითოეულ ოჯახში მინიმუმ რამდენიმე - ციყვი, თუთიყუში და მაიმუნი ბინადრობს, რომელთაც ქალები ხშირად საკუთარი რძითაც კი კვებავენ.302 შეფასება არ არის |