x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მომაკვდინებელი მოდა: წარსულის 4 მოდური ტენდენცია, რომელიც ქალების სიკვდილსაც კი იწვევდა

image


სილამაზის გამო ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს რა მსხვერპლზე აღარ უწევდათ წასვლა. დღეს, გადავწყვიტე წარსულის 4 ძირითად მოდურ ტენდენციაზე გესაუბროთ, რომელიც ზოგჯერ ქალების გარდაცვალების მიზეზიც კი ხდებოდა.




მეოცე საუკუნემდე ქუდებისთვის ბეწვს ვერცხლისწყლით არბილებდნენ


image


წარსულში პოპულარული კრინოლინები (განიერი კაბა (ქვედატანი), რომელსაც შიგ დატანებული ჰქონდა ფოლადის მავთულები; მოდაში იყო მე-19 ს. 60 – 70-იან წლებში) იმდენად ფართო იყო, რომ ქალებს მათში არა მხოლოდ გადაადგილება უჭირდათ, არამედ ისინი ხშირად ხანძრის მიზეზიც კი ხდებოდნენ. მაგალითად, "კრინოლინის ხანძრის" მრავალი შემთხვევაა დადგენილი.


image


მე -18 საუკუნეში ზურმუხტისფერზე გიჟური მოდა დაიწყო. სასურველი ფერის მისაღებად კი, სამოსს ქალები დარიშხანით ღებავდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი ორგანიზმს ნელა - ნელა ფაქტობრივად იწამლავდნენ.


image


"ტიფოზური ქვედაბოლოები" - მე -20 საუკუნის დასაწყისში შლეიფიანი ქვედატანები იმდენად გრძელი იყო რომ ისინი ვინც მათ ატარებდა, საშიში ინფექციების მატარებლებად ითვლებოდნენ, რადგან ქუჩები მოგეხსენებათ იმ პერიოდში სუპერსტერილურობით არ გამოირჩეოდა.


image




0
273
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
273