ფოტოგრაფია როგორ გამოიყურება შობა რეალურად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე... 2020, 26 დეკემბერი, 16:42
როგორც წესი, ოჯახების უმეტესობა ყველანაირად ცდილობს სადღესასწაულო სეზონის სრულყოფილად წარმოჩენას, სადაც ყველა ბედნიერია, არავინ ლაპარაკობს პოლიტიკაზე და ბავშვები არ იწუნებენ საჩუქრებს. მაგრამ, ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ მსგავსი იდეალური დღესასწაულები მხოლოდ კოკაკოლას რეკლამაში გვხვდება და რეალური ცხოვრება კი სავსეა სირთულეებით. სტენლების ოჯახმა, ჩრდილოეთ კაროლინიდან კარგად დაინახა შობის დღესასწაული, თავისი ბნელი მხარეებითურთ და ბოლო 7 წლის განმავლობაში ისინი ამზადებდნენ ისეთ საშობაო ბარათებს, სადაც ოჯახის ყველა წევრი მონაწილეობს, მთელი თავისი "სიგიჟით". შედეგი სასიამოვნო და სახალისოა, რადგან ფოტოებზე პატარები არიან გამოსახულნი, რომლებიც სახლში არეულობას ქმნიან და ყველაფერს აბინძურებენ. 71 1-ს მოსწონს
|