პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეა სამხრეთს ომის დაწყებით ემუქრება 2012, 26 აგვისტო, 23:12 ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეას და ამერიკის შეერთებულ შტატებს აკრიტიკებს სამხედრო წვრთნების დაწყების გამო და მეზობლის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებით იმუქრება, -ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. "თუკი ჩვენს ტერიტორიაზე მტრის ერთი ტყვია მაინც მოხვდება, კონტრშეტევისთვის ჩვენს არმიას გავგზავნით.ჩვენი ბრძენი სამხედროები მტრის წინააღმდეგ საომრად საბოლოო განკარგულებას ელოდებიან.ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს", -განაცხადა კიმ ჩენ ინმა. აშშ-მა და სამხრეთ კორეამ რამოდენიმე დღის წინ ერთობლივი ორკვირიანი სამხედრო წვრთნები დაიწყეს, რომელშიც 30 ათასი ამერიკელი სამხედრო მონაწილეობს. ინფორმაციის წყარო:ინტერპრესნიუსი 246 4-ს მოსწონს
|