განათლება მსგავსება და განსხვავება საქართველოსა და კანადის განათლების სისტემებს შორის 2020, 24 დეკემბერი, 20:49
საერთაშორისო კვლევების მიხედვით, მსოფლიოში კანადის განათლების სისტემა მეშვიდე პოზიციას იკავებს. როგორც საქართველოს, ისე კანადის განათლების სისტემა მართულია სახელმწიფოს მიერ, საყოველთაო, სავალდებულო სწავლების პრინციპზე. კანადაში არ არსებობს მთავრობის მიერ დაფინანსებული სახელმწიფო სასკოლო სისტემა. არსებობს რამდენიმე სახელმწიფო სკოლა და მათ საჯარო სკოლებს უწოდებენ. საქართველოში კი სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ვაუჩერის განსაზღვრული ოდენობით დააფინანსოს ის მოსწავლეები, რომლებიც კერძო სკოლის მოსწავლეები არიან და უზრუნველყოს მათი სასწავლო პროცესი.
კანადის პროვინციებში სწავლების ვალდებულება განსხვავებულია. ჩვენი ქვეყნის სამხარეო ერთეულებში მსგავსი წესდება არ მოქმდებს და ცხრაწლიანი განათლება უკლებლივ უნდა მიიღოს ყველამ.
კანადის სკოლების უმეტესობაში აკრძალულია არაჯანსაღი საკვები. მათ ადგილობრივ საჯარო სკოლებს აქვთ სასკოლო უნიფორმები, საქართველოში კი მსაგვსი წესდება არ მოქმედებს. ჩვენს ქვეყანაში შეფასება 1-დან-10 ბალიანი სიტემით მიმდინარეობს, კანადაში კი სასკოლო საგაკვეთილო ცხრილში საგნები კატეგორიებად იყოფა: საგნები, რომლებიც ქულით ფასდება და საგნები, რომლებიც არ ფასდება ქულით. საქართველოში სწავლება ქართულ ენაზე, კანადაში კი სწავლება ორ ენაზე მიმდინარეობს. 2019 წლის მონაცემებით კანადა მე-6 ადგილზეა უმაღლესი განათლების მხრივ, ხოლო პირველზე კვალიფიციური კადრების სიმრავლით.
ქვეყანაში წარმოდგენილია როგორც რელიგიური, ისე ენობრივი ნიშნით დაკომპლექტებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც დაცულია კონსტიტუციის მოცემული წესით. კანადის განათლების კიდევ ერთ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ არსებული რეგიონები იყოფა უბნების მიხედვით. ეს გულისხმობს, რომ ყოველი უბანი ირჩევს თავის წარმომადგენელს რომლებიც საბჭოს წევრები ხდებიან. საბოლოოდ კი ყოველი საჯარო სკოლა იმართება არჩეული საბჭოს მიერ. საბჭო კი ვალდებულია, რომ საერთო სასწავლო სილაბუსი გაითვალისწინოს. კანადას გააჩნია საუნივერსიტეტო პროგრამა, რომელიც არის საერთაშორისო ხასიათის და უნივერსიტეტები წარმოდგენილია როგორც საქალაქო, ისე სოფლის რეგიონებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. კანადის უნივერსიტეტებიდან მოპოვებული ჯილდო აღიარებულია და უთანაბრდება მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტებში მიღებულ ჯილდოებს. სასწავლო წელი კანადაში ძირითადად სექტემბრიდან იწყება და სწავლების პროცესი აპრილამდე ან მაისის ბოლომდე მიმდინარეობს. იგი მოიცავს ორ სასწავლო სემესტრს. კანადაში სპორტი არის ჩვეულებრივი სკოლის დღის ნაწილი. "სკოლის გუნდში" ყოფნა კი, ფაქტობრივად, ყველა მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია. კანადის, ყველა პროვინციაში საჭიროა ბაკალავრის დიპლომი დაწყებით და საშუალო სკოლებში სწავლებისთვის. თუმცა ჩვენს ქვეყანაში კომპეტენციის დადასტურების გარეშეც შეუძლიათ პედაგოგებს მუშაობა. კანადაში მასწავლებლის საშუალო ხელფასი ორჯერ არემატება ჩვენი პედაგოგების ხელფასს. კანადა ყველაზე განათლებული ქვეყნების ათეულში პირველ ადგილს იკავებს, ჩვენს ქვეყანას კი აქამდე მისასვლელად დიდი შრომა და სწავლის მნიშვნელობის ზუსტად გააზრება სჭირდება. 37 1-ს მოსწონს
|