კონფლიქტები მეჰრიბან ალიევა/გასეირნება ყარაბაღში 2020, 24 დეკემბერი, 10:41 აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა პირველ ლედი, მეჰრიბან ალიევასთან ერთად ფიზულისა და ჯებრაილის რეგიონები მოინახულა, რომლებიც ბაქოს კონტროლს 44 დღიანი ომის შედეგად დაექვემდებარა.
ამის შესახებ, ფოტოები გავრცელდა პირველი ლედის ინსტაგრამ გვერდზე, ასევე ვიდეოც, სადაც კარგად ჩანს როგორ მართავს ილჰამ ალიევი მანქანას და გარემოს ათვალიერებს.
მეჰრიბან ალიევა: ღმერთმა ინებოს, თითოეული აზერბაიჯანელი ყარაბაღის წმინდა მიწას ეამბოროს„აზერბაიჯანის სახელმწიფოს არასოდეს გამოუთქვამს პრეტენზია სხვისი მიწების შესახებ და არ ჩაუდენია დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. აზერბაიჯანის არმიას ფეხი არ დაუდგამს სხვა სახელმწიფოს მიწებზე, ის იცავს სამშობლოს და იბრძვის მისთვის!“, - მეჰრიბან ალიევა. შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბრიდან არაღიარებულ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.186 შეფასება არ არის
|