x
image
თორნიკე55
ჩიჩხიტურის კოშკი თუ ჩვენია, მაშინ?
რადგან თავდაცვის მინისტრი დღეს კიდევ ერთხელ შეეცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მოკლე განმარტებას გავეკეთებ.
მოცემულ რუკაზე დატანილი წითელი ხაზები არის სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებული მონაკვეთები. როგორც ხედავთ, ის წყდება ჩიჩხიტურის კოშკამდე 100 მეტრით ადრე და გრძელდება უდაბნოს მთიდან აღმოსავლეთით. სწორედ ამ შეუთანხმებელი მონაკვეთის ფარგლებშია მოქცეული ჩიჩხიტურის კოშკი (იგივე კეშიში), უდაბნოს მონსატერი და კელიები. ვინმეს მათი დათმობა რომ სდომოდა, წითელი ხაზი გავლებული იქნებოდა და საკითხი დასრულებული. თავად გარეჯის ლავრა, ღრმად საქართველოს მხარესაა და ის სადავო არაა. შესაბამისად, მანიპულაციური ტყუილია, რომ ვინმემ ვინმეს რამე გადასცა. დავით გარეჯის ან მის კომპლექსში შემავალი რომელიმე ობიექტის აზერბაიჯანისადმი გადაცემის ხელშეწყობაში ბრალი არ აქვთ და ვერც ექნებათ წარდგენილი ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას.
ამავდროულად, 1929 წლის საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ ხელმოწერილი ოქმით, რომლიც 1938 წელს ხაზის გავლებამდე ადგენდა ჩვენს შორის საზღვარს, საზღვრის ხაზი გადიოდა ზედ ჩიჩხიტურის კოშკზე, მიუყვებოდა ზედ ქედს, გადიოდა მთა უდაბნოზე და გრძელდებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთით. ესეც იმ პირობებში, როცა 1929 წელს რამდენიმე ათასი დესეტინა მიწა დავიბრუნეთ, თორე 1922 წლის მდგომარეობით კიდე უარესი სიტუაცია იყო.image
0
150
1-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0