საქართველო "უთენია მოვიდნენ და გაგვძარცვეს" 2020, 23 დეკემბერი, 18:56 დღეს დილას ვარკეთილში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, ე.წ. ღიმილის უბანში თვითდახმარების მიზნით აშენებული სახლები დაანგრიეს.
ერთ-ერთმა მცხოვრებმა, აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდა კაცმა თქვა, რომ მერიის და პოლიციის წარმომადგენლები დილის 7 საათზე მივიდნენ და უთხრეს, სახლი დაეცალა.
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურმა უნებართვო ერთბინიანი კერძო სახლების დაგეგმილი დემონტაჟის შესახებ 18 დეკემბერს განაცხადა.
105 შეფასება არ არის
|