x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
თვითნასწავლი ამერიკელი არტისტი გადაყრილი მასალისგან თვალწარმტაც სკულპტურებს ქმნის
imageრას ხედავთ გამოუყენებელი ჩანგლის, ხრახნის, მანქანის ნაწილის და სხვა ჯართის დანახვისას? უმეტესობა ჩვენგანი ხედავს ნაგავს. ბრაიან მოკი ნამდვილად არა. მოქანდაკისა და ლითონის რევოლუციონერის, რომელიც იყენებს სწორედ ასეთ "გამოუსადეგარ" მასალებს საკუთარი შედევრების შესაქმნელად.

ეს აბსოლუტურად ნიჭიერი ამერიკელი ხელოვანი, ცხოვრობს ალოჰაში, ორეგონის შტატში, იგი ადრეული ასაკიდან ეძიებოდა ხელოვნებას ხატვის, ძერწვისა და ხეზე კვეთის გზით.

მან ისწავლა რა შედუღება, გამოიმუშავა წარმოუდგენელი ტექნიკური უნარები, რომლებიც ფანტაზიასა და გამოცდილებასთან ერთად გადაყრილ ნაგავს აქცევს ცხოველების, ადამიანების, რობოტების, მანქანებისა და სხვა ფიგურულ და ჩვეულებრივ ობიექტებად, რომლებიც შეიძლება იყოს როგორც დეკორატიული ასევე ფუნქციონალურიც.

ხელოვანი ხშირად საკუთარ თავს ან მის ძაღლს განატავსებს ხოლმე საკუთარი ნამუშევრების გვერდით და ისე უღებს მათ ფოტოებს, რაც გვიმარტივებს აღვიქვათ მისი ნამუშევრების შთამბეჭდავი ზომები და მასშტაბები.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
66
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0