კონფლიქტები "ხელისუფლებაში ნაცნობები მყავს” 2020, 22 დეკემბერი, 19:59 ![]() “განჯაში ყოფნის დროს დავურეკე ჩემს მეგობრებს საქართველოში. ვუთხარი: გენაცვალეთ, ახლოს ვარ და მინდა ჩაგეხუტოთ, მაგრამ ვიცი, პანდემია გაქვთ და შემოსვლას ალბათ ვერ შევძლებ. მითხრეს, მოიცა ახლავე მოვაგვარებთ რამეს… მე საქართველოს ხელისუფლებაშიც მყავს კარგი ნაცნობები. მითხრეს: მოდი ჩვენთან, გვიხარია შენი ნახვაო. საზღვარზე რაღაცები შეავსეს, ალბათ საათნახევარი გავჩერდი, რაღაცები მოაგვარეს და აი უკვე თბილისში აღმოვჩნდი. ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს მეგობრებს, რომ არ გავაფრთხილე, მაგრამ ეს იყო ერთგვარი დახურული ფორმატის ვიზიტი, კომუნიკაცია მქონდა რამდენიმე პოლიტიკოსთან”, – განაცხადა მაქსიმუმ შევჩენკომ. როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, აღმასრულებელი სტრუქტურები აცხადებენ, რომ ამ ადამიანს არ დაურღვევია არც ოკუპაციის შესახებ კანონი და არც ზოგადად, კანონმდებლობა. „მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ასაკის ვარ და რუსულიც საკმაოდ კარგად ვიცი, არ დაგიმალავთ, რუსულ მედიასა და ტელევიზიებს დიდად თვალს არ ვადევნებ. აქედან გამომდინარე, ამ ჟურნალისტის საქმიანობის დეტალებს ვერ გეტყვით. მაგრამ ერთი რამ, რაც შემიძლია, ვთქვა, არის ის, რომ რამდენადაც ეს რუსეთის ფედერაციაში შესაძლებელია, აჟღერებს პუტინისადმი, მისი საქმიანობისა და მმართველობისადმი კრიტიკას. ასეთი ჟურნალისტი თუ შემოდის საქართველოში, ამის გარშემო ატეხილი ამ ხარისხის აჟიოტაჟი არ ვიცი, რას ეფუძნება. ასევე, ჩვენ გვესმის შესაბამისი აღმასრულებელი სტრუქტურებიდან, რომ ამ ადამიანს არ დაურღვევია არც ოკუპაციის შესახებ კანონი და არც ზოგადად, კანონმდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნებოდა დაკავებული. 220 შეფასება არ არის
|