x
image
თორნიკე55
„მათ შორის იყო კგბ-ს ლეიტენანტი მიხეილ სააკაშვილი“


კაკაბაძე

მწერალი ირაკლი კაკაბაძე 29 წლის წინ მომხდარ, თბილისის ომთან დაკავშირებით საუბრობს, რომელიც 6 იანვარს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობით დასრულდა. როგორც მან განაცხადა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი მტრულ ძალებს საქართველოში აჯანყების მოსამზადებლად ეხმარებოდა.

„მაშინ ზუსტად ასეთი სცენარი წარიმართა, რომ ეროვნულმა კონგრესმა გადაწყვიტა, პარალელური არჩევნები ჩაეტარებინა, ეს იყო ხშირ შემთხვვაში, შეცდომა, მაგრამ რიგ შემთხვევაში, დანაშაული, რომელიც კრემლიდან იყო დაგეგმილი. მისი საფუძვლის ჩაყრა მოხდა, სამწუხაროდ, 1990 წლის ივლისში, როდესაც ეროვნულმა კონგრესმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა პარალელური არჩევნები და ამის მერე შედგა ის ცნობილი პრაღის რევოლუცია, რომლის შედგენაში მონაწილეობდნენ ცნობილი პირები. მაშინ ნაწილი ალბათ გულწრფელად ცდებოდა, მაგრამ მათ ნაწილი გულწრფელად მუშაობდა საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტში და მათ შორის იყო კგბ-ს ლეიტენატი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ეხმარებოდა ამ ძალებს, რომ ეროვნული კონგრესის სახელით მოემზადებიანათ საყოველთაო აჯანყება საქართველოში“, - განაცხადა ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ კაკაბაძემ.

0
144
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0