სხვა ფეხების დაბინტვის შემზარავი, ათასწლოვანი ტრადიცია, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ 2020, 20 დეკემბერი, 17:11 ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ის ჩინელი ქალები, რომლებმაც ფეხების დაბინტვის ათასწლოვანი ტრადიცია საკუთარ თავზე გამოსცადა, და რაც დღეს უკვე ქალებზე განხორციელებულ წარმოუდგენელ სისასტიკედ ითვლება. მიუხედავად ამისა, ზეციური იმპერიის მკვიდრნი 10 საუკუნეზე მეტია სპეციალური წესების მძევლები იყვნენ, რომლებიც მათ ფეხებს შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ უმახინჯებდა. ჩვენი დღევანდელი სტატიაც სწორედ ამის შესახებ არის.ლეგენდის თანახმად, სეფექალმა სახელად იუმ, რომელიც თავისი სილამაზითა და ცეკვის საოცარი ოსტატობით გამოირჩეოდა, ერთხელ ლოტოსის ოქროს ყვავილების მსგავსი ფეხსაცმელი შეუკვეთა, რომლებიც იმდენად პატარა აღმოჩნდა, რომ მას ტერფების დაბინტვა მოუწია, რათა როგორმე სასურველი ფეხსაცმელი მოერგო, ხოლო ცეკვა, რომელიც მან შეასრულა ლეგენდად იქცა. ტერფების ხელოვნურად დაპატარავების ტრადიციას სწორედ ეს ფაქტი დაედო საფუძვლად.ცნობილია, რომ დაბინტვის ტრადიცია სათავეს აჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იღებს, სწორედ იმ დროს დაიწყეს 4-5 წლის გოგონებისთვის ტერფების დეფორმირება, რათა 10 წლის ასაკში მათ უკვე ე. წ. "ლოტოსის ფორმის ფეხები" ჰქონოდათ.დროთა განმავლობაში გოგონები ახლებურად სიარულს სწავლობდნენ, რის შემდეგაც უკვე ოჯახის შესაქმნელადაც მზად იყვნენ. სხვათა შორის, ჩინეთში სექსუალურ აქტს "ოქროს ლოტოსებს შორის გასეირნებას" უწოდებდნენ.ფეხის დაბინტვის ტრადიცია საბოლოოდ, ცნობიერებისა და მასობრივი კულტურის ნაწილად იქცა. ვაჟის დაქორწინებამდე მშობლები ყოველთვის ჯერ მომავალი სარძლოს ფეხის ზომით ინტერესდებოდნენ, შემდეგ კი, უკვე სხვა დანარჩენით. მოზარდი გოგონების დედები კი, ქალიშვილებს პერსპექტიული გათხოვების სამომავლო გეგემებს უსახავდნენ და ამასობაში, ტერფებს სახვევით რაც შეიძლება უფრო მჭიდროდ უბინტავდნენ.ევროპელისთვის შეიძლება ამის გაგება რთული იყოს, მაგრამ მსგავსი ფორმის ფეხი საამაყოდ არა მარტო გოგონებისთვის ითვლებოდა, არამედ ის მამაკაცებისთვისაც სექსუალურ ობიექტს წარმოადგენდა. ჭორების თანახმად, მსგავსი ტერფის დანახვაც კი ძლიერი სქესის წარმომადგენლებში სექსუალურ აღგზნებას იწვევდა, რომელთა ფანტაზიის მწვერვალსაც ასეთი ფეხის გაშიშვლება წარმოადგენდა."ლოტოსის" ფეხების სექსუალურობა მხოლოდ ვიზუალური აკრძალვით აიხსნება. სახვევების მოხსნა და განბანა წელიწადში ერთხელ, ფარულად, წესების მკაცრი დაცვით ხდებოდა, რის შემდეგაც მათ უკვე შაბითა და პარფიუმერიით ამუშავებდნენ, რაც სინამდვილეში, ეტაპობრივ მუმიფიკაციის პროცესს წარმოადგენდა.მამაკაცებს შიშველი "ლოტოსის ფეხების" ყურება ეკრძალებოდათ, ქალებს სიკვდილი ერჩივნათ, ოღონდ მათი ტერფები მამაკაცს არ დაენახა. ნებისმიერ შემთხვევაში, პოტენციური თაყვანისმცემელი, ამ არც თუ სასიამოვნო სანახაობით იმედგაცრუებული რჩებოდა: ვინაიდან ქალებს ტერფებზე მსგავსი მანიპულაციების ჩატარებით ფეხები არა მხოლოდ უჩირქდებოდათ, არამედ ხშირი სისხლდენაც და მუდმივი ტკივილის შეგრძნება აღენიშნებოდათ, რასაც თან არასასიმოვნო სუნიც სდევდა.ჩინელ ქალებს სილამაზისთვის ძვირის გადახდა უწევდათ: სრულყოფილი ტერფების პატრონები ფიზიკური ტანჯვისა და დისკომფორტისთვის იყვნენ განწირულნი, თუმცა ეს ყოველივე ზოგიერთ, მოდის მიმდევარ ქალბატონს მაინც არ აჩერებდა და ფეხის დაპატარავების სურვილს აყოლილი ხშირად ძვლების მოტეხილობამდეც კი მიდიოდა.რას იზამ, ასეთია ტრადიციის ძალა! ჩინელ ქალებს ახლა უკვე შეუძლიათ თავისუფლად ამოისუნთქონ. შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც, მაგრამ პარიზელმა დიზაინერებმა, საუკუნეების წინ, პირველად, როდესაც მაღალქუსლიანი, წვეტიანიანი ფეხსაცმელი შექმნეს, მას სწორედ "ჩინური ფეხსაცმელი" უწოდეს. საბრალო ქალები! სილამაზის სახელით რისი გადატანა აღარ უწევდათ!269 შეფასება არ არის |