x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
ამერიკელმა მეზობლებს კომუნალური ვალები დაუფარა
image
ამერიკელმა მამაკაცმა ფლორიდის შტატიდან 114 მეზობელს კომუნალური გადასახადები დაუფარა.


მაიკლ ესმონდი (Michael Esmond)აუზების დასუფთავების კომპანიის მფლობელია. ის რეგულარულად აკეთებს კეთილ საქმეებს: შარშან მან თავის მშობლიურ ქალაქ გალფ-ბრიზში 36 ოჯახის ვალი დაფარა, რა დროსაც 4500 დოლარზე მეტი დახარჯა, წელს კი - თითქმის ორჯერ მეტი.


მამაკაცის თქმით, ეს საშინელი წელიწადი წარმატებული აღმოჩნდა მისი ბიზნესისთვის და მან გადაწყვიტა დაეხმაროს მათ, ვინც ნაკლებად იღბლიანი აღმოჩნდა - არა და ასეთი უმეტესობაა -ვისაც თავს დაატყდა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და ქარიშხალი "სალით" გამოწვეული ზარალი.

image


”გასულ წელთან შედარებით წელს უფრო გამიმართლა. ისე მოხდა, რომ ჩემს ოჯახზე არ იმოქმედა პანდემიამ ან უმუშევრობამ. ჩვენს ქალაქში, ჩემნაირი იღბლიანი ადამიანი ძალზე ცოტაა - ქარიშხალმა ბევრი არ დაინდო, სახურავის ნაცვლად ახლაც ბრეზენტით გადახურული სახლები აქვთ ...როდესაც გავიგე, რომ ხალხი 100 დოლარი კომუნალურის გადახდასაც ვერ ახერხებდა ამან მძიმედ იმოქმედა ჩემზე.. საქმე იმდენად ცუდადაა, ” - განაცხადა ესმონდმა CNN– თან ინტერვიუში.

image




უკვე ცნობილია, რომ ყველას ვისაც ესმონდმა გადუხადა ვადაგადაცლებული გადასახადები, კომუნალური კომპანიებიდან იღებენ სადღესასწაულო ბარათებს შეტყობინებით, რომ აღარ აქვთ ვალი.


3
227
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
227
  
2020, 27 დეკემბერი, 3:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 24 დეკემბერი, 2:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 22 დეკემბერი, 2:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3