სიახლეები 8 მიზეზი, რატომ არ უნდა იყიდოთ პოლიეთილენის პარკი 2020, 19 დეკემბერი, 23:36 ჩვენს გარემოში ყველგანაა პოლიეთილენის პარკები. როდესაც სასურსათო პროდუქტების შესაძენად მივდივართ, მათ ყოველჯერზე ვიყენებთ. ისინი მოსახერხებელია და თანამედროვე ცხოვრებაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ ამ პარკების მოხერხებულობა ძალიან ძვირად უჯდება ჩვენს გარემოს და უარყოფითად მოქმედებს ბუნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.წარმოგიდგენთ 8 მიზეზს თუ რატომ არ უნდა იყიდოთ პოლიეთილენის პარკი:1. პოლიეთილენის პარკი არამარტო წყალს, არამედ მიწასაც აბინძურებს.2. იგი მზადდება არააღდგენადი რესურსებისგან და, ამ მხრივ, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კლიმატის ცვლილებას.3. იგი არადეგრადირებადია.4. საზიანოა ველური ბუნებისა და ზღვის ბინადართათვის.5. საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.6. თქვენ თუ უარს იტყვით მათზე, ოჯახის თვიური ბიუჯეტიდან დაზოგავთ საშუალოდ 18 ლარს.7. მაშინაც კი, თუ ჩვენ გადავწყვიტეთ პოლიეთილენის პარკების დახარისხება და გადამუშვება, ეს მასალები ბოლოს მაინც მოხდვება ოკეანეებსა და ნაგავსაყრელებზე.8. პოლიეთილენის პარკები უარყოფითად მოქმედებს გარემოზე, მათი რაოდენობა ყოველ წუთს იზრდება წყნარ ოკეანეში. ამჟამად იქ დიდი ნაგვის კუნძულებია, რომელიც ტერიტორიულად ორჯერ აღემატება ტექსასს.გთავაზობთ პოლიეთილენის პარკების რამდენიმე ალტერნატივას:1. შეკერეთ თავად დიდი და პატარა მატერიის ჩანთები.2. შეიძინეთ მრავალჯერმოხმარებადი ჩანთები და თან იქონიეთ ყოველთვის,როცა პროდუქტების საყიდლად მიდიხართ.სტატიის ავტორი: ანი სპარსიაშვილი315 3-ს მოსწონს
|