საზოგადოებრივი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა-კითხვები და პასუხები 2020, 19 დეკემბერი, 14:07 მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, რუსეთში, დიდ ბრიტანეთში, კანადასა და ისრაელში დაიწყო, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია . აცრა პირველ რიგში გაუკეთდებათ ჯანდაცვის მუშაკებს და დაუცველ მოხუცებს და სერიოზული ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს. მაგრამ ვაქცინას, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, ზოგიერთი ეჭვის თვალით უყურებს.მაინც რა უნდა ვიცოდეთ ვაქცინის შესახებ?ქვემოთ მიიღებთ პასუხს კითხვებზე, რომელიც საზოგადეობას გარკვეულ ნაწილს აწუხებს 1-საშიშია თუ არა ვაქცინა? მოკლედ, ამჟამად არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის დასაჯერებლად, რომ კორონავირუსის ვაქცინა შეიძლება საშიში იყოს. თეორიულად, მას შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქცია, მაგრამ ამის ალბათობა ძალიან მცირეა. ყველა შესაძლო გვერდითი ეფექტის პროგნოზირების მიზნით, მეცნიერები ატარებენ ტესტებს, ჯერ მცირეს, შემდეგ კი აფართოვებენ: ჯერ ლაბორატორიებში ცხოველებზე ატარებენ ცდებს და შემდეგ ადამიანებზე, აქ ახალი არაფერია, ყველა წამალი მსგავს პროცედურას გადის და არც ვაქცინებია გამონაკლისი. Pfizer– ისა და BioNTech– ის ვაქცინის შემთხვევაში, ტესტებში 40 000 მოხალისე მონაწილეობდა. გარდა ამისა, ტესტირების შედეგების დამატებით გადამოწმებას ახორციელებენ მარეგულირებლები - მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს წამლებისა და ჯანმრთელობის მარეგულირებელი სააგენტო (MHRA), აშშ – ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) ან ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო რუსეთის შემთხვევაში. 2–რა არის გვერდითი მოვლენები? თითქმის ნებისმიერი წამლის(ვთქვათ თუნდაც ანტიბიოტიკების) ინსტრუქციაში თუ ჩაიხედებით, ნახავთ ცალკე თავს, სადაც გვერდითი მოვლენების შესახებ წერია, არც ვაქცინაა გამონაკლისი, ეს იმას ნიშნავს, რომ გვერდითი მოვლენები შესაძლებელია ნორმალურ რეაქციიად ჩაითვალოს. ყველაზე ხშირად, ეს არის მოკლევადიანი მსუბუქი და ზომიერი რეაქციები, რომლებიც ქრება სერიოზული გართულებების გარეშე. ეს არის, მაგალითად, ტკივილი ინექციის ადგილზე, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, სიცხე, დაღლილობის შეგრძნება. როგორც წესი, ყველა ეს გვერდითი ეფექტი ძირითადად ქრება 24 საათის განმავლობაში, თუმცა არც ის უნდა დაგავიწყდეთ, რომ აცრის შემდეგ შესაძლებელია საერთოდ არავითარი გვერდითი მოვლენა არ გამოგივლინდეთ, ან მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ნაწილი. ავტორიტეტული სამეცნიერო ჟურნალი Science აღნიშნავს, რომ ამერიკული ვაქცინის შემთხვევაში, ადამიანთა უმეტესობას არ ჰქონდა სერიოზული გვერდითი მოვლენები, რაც ხელს უშლიდა მათ ყოველდღიურ საქმიანობას. მათ, ვინც Pfizer და Moderna- ს ვაქცინებს იღებდნენ, მხოლოდ 2% -ზე ნაკლებს დაუფიქსირდა მაღალი სიცხე მცირე დროით. რატომ ხდება ალერგიული რეაქცია? ალერგიას უამრავი წამალი იწვევს ალერგიულ ადამიანებში (მათ შორის პროდუქტებიც, თაფლი, ნიგოზი და ა.შ)ალბათ ბევრ თქვენთაგანს გქონიათ შემთხვევა, როდესაც ექიმი რაიმე წამალს გინიშნავთ, გეკითხებათ ალერგიული ხომ არ ხართ? თან დაზღვევით მიზნით მაჯაზე გიკეთებენ მცირე დოზით ინექციას და აკვირდება რეაქციას, ნანემსარი თუ არ დაგიწითლდათ, ე.ი.იმ კონკრეტულ პრეპარატზე არ ხართ ალერგიული. Pfizer და BioNTech-ის ვაქცინაციის დაწყებისთანავე ორს განივითარდა ალერგია, მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ ორივე ალერგიული იყო, რომლებისაც ადრენალინის სპეციალური შპრიციც კი თან დაჰქონდათ. ახლა ისინი კარგად არიან.იმავე დღეს ბრიტანეთში 1000 კაცზე მეტი აცრეს, მაგრამ არცერთს არ ჰქონია ალერგია, ამისა, კიდევ ერთს განუვითარდა ალერგია ალიასკაზე (რომელიც ალერგიული არ იყო)თუმცა ეპინეფრინის გაკეთების შემდეგ, ალერგიულმა რეაქციამ უმალ უკან დაიხია. როგორც წესი ალერგია ვლინდება ქავილით, გამონაყარებით, ქოშინით, სახის ან ენის შეშუპებით, მსგავსი სიმპტომები ხშირად გვხვდება მძიმე ალერგიის მქონე ადამიანებში. გარდა ამისა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ინდივიდუალური ალერგიული რეაქცია შესაძლებელია არა მხოლოდ კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინაზე, არამედ ნებისმიერი სხვა პრეპარატზეც. რატომაა, რომ სხვა ვაქცინების დამზადებას რამდენიმე წელიწადი სჭირდებოდა, ხოლო კორონავირუსის ვაქცინა ასე მალე შეიქმნა? დიახ, მე-20 საუკუნეში ვაქცინის შექმნას 5-7 წელს ან ზოგჯერ უფრო მეტსაც ანდომებდნენ, როგორც ხდება ვაქცინის შექმნა? მხოლოდ ვაქცინის შექმნა საკმარისი არ არის, მეცნიერები ცდილობენ უზრუნველყონ, რომ იგი სწრაფად და ეფექტურად მუშაობდეს. ამიტომ, ტესტირებას და დამუშავებას, როგორც წესი, რამდენიმე წელი სჭირდება. თავდაპირველად, მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ატარებენ ლაბორატორიულ ექსპერიმენტებს, ეძებენ პრეპარატის ყველაზე ეფექტურ ფორმას და გამოთვლიან შესაძლო გვერდით ეფექტებს. საჭირო ტექნოლოგიის აღმოჩენის შემდეგ, ისინი გადადიან კლინიკურ კვლევებზე, ყველაზე ხშირად თაგვებზე. უფრო მეტიც, თუ გარკვეული ვირუსი არ აინფიცირებს თაგვებს (ასე იყო ახალი კორონავირუსის შემთხვევაში - SARS-CoV-2), მეცნიერებმა უნდა შექმნან გენეტიკური ინჟინერიის გამოყენებით "თაგვის ვირუსის" ვერსია. თუ ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტები წარმატებული აღმოჩნდა, იწყება ტესტირების მორიგი ეტაპი. პირველ რიგში, ვაქცინა ეძლევა ჯანმრთელ მოხალისეთა მცირე ჯგუფს, რათა მეცნიერებმა დაარწმუნდნენ, რომ პრეპარატი უსაფრთხოა (I ეტაპი). მხოლოდ ამის შემდეგ აქვს აზრი იმუნური პასუხის ეფექტურობის შემოწმებას (II ეტაპი) და შეესაბამება თუ არა ვაქცინას მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს (III ეტაპი), მაგალითად, შესაძლებელია თუ არა ბავშვების, მოხუცების ან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების აცრა. ვინაიდან ვაქცინაციის გვერდითი მოვლენები შეიძლება საკმაოდ იშვიათი იყოს ან გაცილებით გვიან გამოჩნდეს (მაგალითად, მშობიარობის დროს), ჩვეულებრივ ვაქცინაციის შემდეგ, მოხალისეებს აკონტროლებენ რამდენიმე წლის განმავლობაში. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შეჯამდეს კლინიკური კვლევების შედეგები და წარმატების შემთხვევაში, მიღებულ იქნას გადაწყვეტილება პრეპარატის მასობრივი წარმოების დაწყების შესახებ. ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო Covid-19– ის ვაქცინების შემუშავება წარმოუდგენლად დაჩქარებული ტემპით მოხდა, რა დროსაც ერთბაშად 150 კომპანია მუშაობდა ჩვეულებრივი სამუშაო ალგორითმის შესამცირებლად, კომპანიებს ბევრი აუცილებელი ფორმალობის უგულებელყოფა მოუხდათ. ბევრ კომპანიას იმედიც არ ჰქონდა, რომ საბოლოოდ ეფექტურ ვაქცინას მიიღებდა თუ არა, მაგალითად AstraZeneca-მ მედიკამენტის მასობრივი წარმოება კლინიკური გამოკვლევების დაწყების პარალელურად დაიწყო, რა დროსაც ჯერ არ კი იცოდა ვაქცინა იმუშავებდა თუ არა, ასე რომ პირველი შედეგების მიღებამდე რამდენიმე მილიონი დოზა უკვე მზად იყო. ვაქცინის სახელმწიფო სერტიფიფიცირება მისი კლინიკური გამოკვლევების დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე (როგორც "Sputnik" - ის შემთხვევაში) საერთოდ გაუგონარია. ამის გარდა მსოფლიო გლობალური პრობლემის გამო კომპანიებმა, სახელმწიფოებმა და კერძო პირებმა დიდი რაოდენობით თანხები ჩადეს, რამაც მწარმოებლებს საშუალება მისცა სწრაფად შეემუშავებინა ვაქცინა. Pfizer- BioNTech-მა და Moderna-მ გამოცდის სამივე ფაზა გაიარეს და "ფინალში" გავიდნენ, სულ მალე უნდა ველოდოთ კიდევ სხვა მწარმოებლების ვაქცინებს. 33 3-ს მოსწონს
|