ფსიქოლოგია კრუმბოლცის შემთხვევითი დასწავლის თეორია 2020, 19 დეკემბერი, 17:30 ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ თითოეული ადამიანის ბედი, თუმცა შეგვიძლია გავიგოთ იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანის მიერ არჩეულ მიმართულებასა და ცხოვრების გზაზე. შემთხვევითი დასწავლის თეორია ცდილობს ახსნას როგორ და რატომ მიჰყვებიან ადამიანები ცხოვრების განსხვავებულ გზებს, კარიერულ მისწრაფებებს და აღწეროს როგორ შეუძლია კარიერის კონსულტანტს ამ პროცესში ინდივიდის დახმარება. ეს თეორია მიიჩნევს, რომ ქცევა არის პროდუქტი იმ უამრავი დასწავლის გამოცდილებებისა, რომლებსაც ადგილი ჰქონია წინასწარ დაგეგმილ თუ დაუგეგმავ, მოულოდნელ სიტუაციებში. დასწავლის შედეგებია: უნარები, ინტერესები, ცოდნა, რწმენები, ემოციები და სამომავლო მოქმედებები. რატომ იქცევიან ადამიანები ისე, როგორც იქცევიან? ⦁ სწავლის გამოცდილება - ჩვენ ვამჩნევთ სხვების ჩაცმულობას, ქცევას და სხვა დეტალებს მიუხედავად იმისა, რომ ეს განზრახული არ გვაქვს. დასწავლა შეიძლება წამის ნახევარში მოხდეს, თანაც უნებრად. ⦁ ინსტრუმენტული სწავლის გამოცდილება - ადგილი აქვს მაშინ, როცა ვაკვირდებით ჩვენი ქცევის შედეგებს და შედეგების მიხედვით ვმოქმედებთ მომავალში. შედეგები შეიძლება იყოს ფიზიკური ან ვერბალური, პოზიტიური ან ნეგატიური, (მაგ: რთული პრობლემის გადაჭრის შემთხვევაში შეიძლება დაგვეუფლოს მიღწევის განცდა, გადაუჭრელობის შემთხვევაში უსარგებლობის განცდა). კარიერულ მისწრაფებებზე შეიძლება გავლენა მოახდინოს იმან, სხვადასხვა ქმედებების განხორციელების შემდეგ მიღწევის განცდა გვაქვს გამოცდილებაში, თუ უსარგებლობის. ⦁ ასოციაციური სწავლის გამოცდილება - ადგილი აქვს მაშინ, როცა ინდივიდი სწავლობს რეალურ ან არარეალურ მოდელებზე დაკვირვებით, ორი მოვლენის ერთმანეთთან ასოციაციურად დაკავშირებით. ასოციაციური დასწავლის სხვადასხვა საშუალებებია: სატელევიზიო არხები, წიგნები, ფილმები, ჟურნალები, რეკლამები, როლური მოდელები. ბავშვებს განსხვავებულ საშუალებებზე აქვთ წვდომა, რადგან განსხვავებულია მათი სოციო-ეკონომიკური სტატუსი...
⦁ მშობლები და მზრუნველი პირები - ბავშვები სწავლობენ, სამყარო მათთვის უსაფრთხო ადგილია, თუ სახიფათო. ამაზე აღზრდის სტილი ახდენს გავლენას. თუ ბავშვები ხშირად ისჯებიან და თანაც მკაცრად, მათი საჭიროებები იგნორირებულია, ძალისხმევა შემცირებულია, მარცხები გასაჯაროებული, წარმატებები უგულებელყოფილი.
25 შეფასება არ არის
|