x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135742
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
ინკლუზიური განათლება და მისი პრობლემატიკა საქარველოში

ინკლუზიური განათლება გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას. ინკლუზიური განათლება ეროვნული სასწავლო გეგმის შემადგენელი ნაწილია. იგი ითვალისწინებს, თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესს, რომლის ფარგლებშიც ყველა მოსწავლისთვის უზრუნველყოფილია განათლების ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებიბი და შესაძლებლობები. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე, რომელსაც აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, ვერ ძლევს შესაბამისი კლასისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს ან/და საჭიროებს ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციას/გაფართოებას, გარემოს ადაპტაციას, ალტერნატიულ სასწავლო გეგმას ან/და სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას. სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს: ფიზიკური შეზღუდვა; ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; სწავლის უნარის დარღევა; სენსორული განვითარების დარღვევა; მეტყველების განვითარების დარღვევა; ქცევითი და ემოციური დარღვევა; გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება; სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ენობრივი ბარიერის გამო გამოწვეული სირთულეები სწავლაში. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურება ხდება სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებისა და დასკვნის საფუძველზე, ასევე მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განისაზღვრება სსსმ მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციის საჭიროება. ადაპტაციის სახეებია: მოდიფიკაცია, აკომოდაცია, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ალტერნატიული სასწავლო მიზნები, ალტერნატიული სასწავლო გეგმა ან/და გაფართოებული სასწავლო გეგმა. სსსმ მოსწავლისთვის სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაცია, სასწავლო გარემოს აკომოდაცია და საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული სასწავლო მიზნების შემუშავება. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციით შექმნილი სასწავლო გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ასახავს შესაბამისი კლასის დამთავრებისთვის მოსალოდნელ სასწავლო შედეგებს, მათ მისაღწევად განსაზღვრულ სწავლების სტრატეგიასა და დამატებით საშუალებებს/ღონისძიებებს, შესაბამისი სასწავლო გარემოს შესაქმნელად გასატარებელ ზომებს. სკოლის ადმინისტრაციის ბრძანებით თითოეული სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესამუშავებლად განისაზღვრება ისგ ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას და ხელს შეუწყობს მის განხორციელებას. ისგ-ის ჯგუფი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ისგ-ს შიდა მონიტორინგში და მასალა წარუდგინოს სკოლის დირექტორს. სკოლის ისგ ჯგუფი შედგება შემდეგი წევრებისაგან: სსსმ მოსწავლის კლასის დამრიგებელი; საგნის მასწავლებლები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან მოსწავლეს; სკოლაში ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი/სპეციალისტები; სსსმ მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი; საჭიროების შემთხვევაში მოწვეული სხვა სპეციალისტი. სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება ხდება იმავე პრინციპით, როგორც ფასდება ნებისმირი სხვა მოსწავლის აკადემიური მიღწევა. თუ სსსმ მოსწავლე განათლებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, ფასდება მის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონე. სსსმ მოსწავლისთვის სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულები გამოითვლება იმავე პრინციპით, როგორც სხვა მოსწავლეებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ სსსმ მოსწავლეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს სკოლაში სიარულის საშუალებას, სკოლა მიმართავს მულტიდისციპლინურ გუნდს, რომლის დასკვნის საფუძველზეც სსსმ მოსწავლე სწავლას განაგრძობს შინ სწავლების ფორმით. შინ სწავლების მეთოდით გათვალისწინებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.

განათლების მიღება ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს განათლების ხელმისაწვდომობა და თანაბარი შესაძლებლობები ყველა ბავშვისთვის, მიუხედავად მისი საჭიროებისა, რელიგიური თუ რასობრივი კუთნილებისა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბაშვები (შემდგომში სსსმ) მკაცრად სერეგრირებულები იყვნენ საზოგადოებისგან და არქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ განათლება ზოგადასაგანმანათლებლო სივრცეში თანატოლებთან ერთად. ცვლილებები სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განათლების სფეროში 1994 წლიდან დაიწყო არასამთავრებო სექტორის მიერ, სახელმწიფოს აღნიშნული საკითხი კვლავ ყურადღების მიღმა რჩებოდა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განათლება როგორც პრიორიტეტი სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული იქნა 2004 წლიდან როდესაც დაიწყო განათლების სისტემური რეფორმა. ინკლუზიური სწავლების დანერგვას საქართველოში მნიშვნელოვანი ფინანსური და მეთოდოლოგიური დახმარება ნორვეგიის მთავრობამ გაუწია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ 2005-2008 წლებში განხორციელდა პროექტი „ინკლუზიური სწავლების დაგეგმვა თბილისის 10 სკოლაში“, რომელმაც ხელი შეუწყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად იზოლირებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირებას. პროექტის შედეგმა და არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილებამ ცხადყო რომ სახელმწიფოს ესაჭიროება ერთიანი შეთანხმებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განათლების სფეროში, რომელიც უნდა ასახავდეს აუცილებელი საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და მეთოდოლოგიურ ცვლილებებს. ყველა ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროება მაქსიმალურად უნდა იყოს ასახული განათლების ეროვნული პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა განათლების სფეროში ქვეყნები ხელმძღვანელობენ UNESCOS-ს განათლება ველსათის პროგრამით რომლის მიზანია 2015 წლისითვის ყველა ბავშვს მიუხედავად მისი საგანმანათლებლო საჭიროებისა ჰქონდეს საშვალება: ისწავლოს ზოგად საგანმანათლებლო სკოლაში საცოხოვრებელ ადგილთან ახლოს; მიიღოს ცოდნა მრავალფეროვანი მოქნილი, აკადემიურ და სოციალურ უნარებზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამის მეშვეობით; ჩართული იყოს განათლების უწყვეტ პროცესში, სკოლანდელი განათლებიდან სახელობო და პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების ჩათვლით; სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს სკოლასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ ასპეკტში; იყოს სრულფასოვანი მოსწავლე და მაქსიმალურად განავითაროს საკუთარი პოტენციალი; 2004 წელს ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე რეფორმის კვალდაკვალ ინკლუზიური განათლების დანერგვა/განვითარება სახელმწიფო პრიორიტეტად იქნა აღიარებული. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თავის გრძელვადიან მიზნად დაისახა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განათლების სფეროში ერთიანი შეთანხმებული სტრატეგიის ჩამოყალიბება რომელიც უნდა ასახავდეს აუცილებელი საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და მეთოდოლოგიურ ცვლილებებს ამ სფეროში.

იმისდა მიუხედავად რომ, ინკლუზიური განათლება უკვე აქტუალურია, საქართველოში ჯერ კიდევ ვაწყდებით პრობლემებს, რაც გამოწვეულია საზოგადოების დაბალი ცნობიერებით. ვხვდებით, შშმ პირების მიერ ბულინგს, „იარლიყების მიწებებას“, ჩაგვრას, არასწორ მიდგომებს და ასე შემდეგ.


0
97
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ენუქიძე
სალომე ენუქიძე
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0