საქართველო ვაშაძე: “პირჯვარს არ გადავიწერ, იმიტომ, რომ... 2020, 17 დეკემბერი, 14:01 “პირჯვარს არ გადავიწერ, იმიტომ, რომ სეკულარული ტელევიზია ხართ, მაგრამ პატიოსან სიტყვას გაძლევთ - ჩემი პოლიტიკაში ყოფნის მთავარი მიზეზი და მიზანი არის ერთი - საქართველოში აღარასოდეს, არავითარ პირობებში აღარ განმეორდეს ერთპიროვნული ან ერთპარტიული მმართველობა, იმიტომ, რომ ეს არის იმ დამღუპველ გზაზე მტკიცედ დადგომა, რომელიც ჩვენ სახელმწიფოებრიობას დაგვაკარგვინებს”.
გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკიდან წავიდა და სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: "არ ვეთანხმები პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ეს მხოლოდ ე.წ. ქართულ ოცნებას აძლევს ხელს. ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას. შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ კამპანიის მონაწილეებს არასდროს გაუგიათ, რომ ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ის წარმოადგენს, და რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს მოქალაქესთან ერთად ჩვენი სახელმწიფოს და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე სდგას", - დაწერა გრიგოლ ვაშაძემ ვრცელ პოსტში. 266 შეფასება არ არის
|