x
როგორ გამოვჩნდეთ უფრო მაღალი (სასარგებლო რჩევები)
ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს არასაკმარისი სიმაღლე, რა თქმა უნდა უფრო მაღალ ადამიანს მეტი უპირატესობა გააჩნია, პრაქტიკულიდან დაწყებული ფსიქოლოგიური ასპექტის ჩათვლით.

სამწუხაროდ მას შემდეგ, რაც ადამიანი ამთავრებს ზრდას, პრაქტიკულად შეუძლებელია მისი სიმაღლეში მომატება, თუმცა არსებობს რამოდენიმე მეთოდი, რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ.

image

1. ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი - თქვენი აღნაგობაა. მოხრილი ზურგი ვერ დაგეხმარებათ იმაში, რომ ვიზუალურად გაიზარდოთ. გასწორდით და თავი მაღლა დაიჭირეთ. ასე მეტად მაღალი გამოჩნდებით.


2. ფეხსაცმელი სქელ ლანჩზე მშვენიერია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩაიცვათ ფეხსაცმელი პლატფორმაზე, თორემ პატარა და სასაცილო გამოჩნდებით.

3. ჩაიცვით ერთი ფერის ტანსაცმელი. ყურადღება მიაქციეთ ქამარს, ის აუცილებლად შარვლის ფერი უნდა იყოს.

4. ჩაიცვით ისეთი პერანგი და შარვალი, რომელიც ერთმანეთს ფერით შეესაბამება და კარგად გაქვთ ტანზე მომდგარი.

5. უფრო მაღალი გამოჩნდებით და ფეხები გრძელი გამოგიჩნდებათ, თუ ქვედა სამოსის და ფეხსაცმლის ფერი დაემთხვევა ერთმანეთს.

6.მოგწონთ ზოლიანი ტანსაცმელი? - შეეცადეთ ჩაიცვათ ისეთი, რომელსაც ვერტიკალური პრინტები აქვს (ზოლები, ან ნახატები, რომლებიც დატანილია ქსოვილზე). ისინი უფრო აგრძელებენ ფიგურას და მაღალს, ლამაზს აჩენენ თქვენს აღნაგობას.

7. უარი თქვით სამოსზე (შარვლები, ქვედაბოლოები), რომლიც შეკერილია დაბალ წელზე. ასეთ ტანისამოსში ჩასკვნილი და არაპროპორციული გამოჩნდებით.

8. ჩაიცვით შარვლები ქვემოთ შემოკეცვის (აბშლაგის) გარეშე, რათა თქვენი ფეხები უფრო გრძელი გამოჩნდეს. შეარჩიეთ ნაკლებად ფართო, შეიძლება ვიწროც (ძალიან არა) ტანზე კარგად მომდგარი შარვლები.

9. მანდილოსნებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ აქსესუარების შერჩევაზე. უმჯობესია მომცრო ზომის აქსესუარები. ერიდეთ დიდი ზომის ჩანთებს (თუნდაც ის მოდაში იყოს), დიდი ზომის საყურეებს.

10. ზემოთ ავარცხნილი თმები რამდენიმე სანტიმეტრს მოგიმატებთ, თუმცა საერთოდ ეცადეთ მოკლე ვარცხნილობა ატაროთ. გრძელი თმები კისერს და მხრებს დაგიფარავთ და უფრო დაბალი გამოჩნდებით.

1
62
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ ნიკოლაიშვილი
თამარ ნიკოლაიშვილი
62
  
2020, 16 დეკემბერი, 2:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1