x
image
თორნიკე55
კალაძის სპეცოპერაცია აფრიკის დასახლებაში
მამები და შვილები - აფრიკის დასახლების დანგრევა


თბილისის მერის დღევანდელი გადაწყვეტილება არა სახელწიფოს წესების დაცვით განპირობებულ ქმედებას, არამედ შიშით გამოწვეულ გადაწყვეტილებას უფრო ჰგავს. რადგან როგორც ჩანს


არ შეიძლება დაბალ, ან საშუალო ფენას ჰქონდეს იმდენი, რამდენიც დღეს აქვთ ჩინოვნიკებს,

და არც იმდენი სურვილი - რამდენიც აქვთ ისევ და ისევ მაღალჩინოსენებს.



კახი კალაძემ ბრიფინგზე, პროკურორების განცხადების მსგავსად წაიკითხა თავისი გადაწყვეტილება და განმარტა თუ რატომ დაანგრიეს მშენებლობები ე.წ. აფრიკის დასახლებაში:


"თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დღეს, სამგორის რაიონში დატაცებულ მიწაზე დაიწყო რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. ჩატარებული ინსპექირების შედეგად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამართალდაღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენჯერმე გააფრთხილა კანონდამრღვევები, როგორც სიტყვიერად ასევე წერილობით, სამწუხაროდ გაფრთხილებას რეაგირება არ მოჰყოლია, რომ მათ განეხორცილებინათ დემონტაჟი თავადვე. აღნიშნულიდან გამომდინარე მუნიციპალურმა ინსპექციამ, კანონის შესაბამისად დაიწყო დემონტაჟის პროცესი".




რამდენად მართალია შენივე ქვეყნის ღარიბ მოსახლეობას, რომელიც შენივე უნიათობით ცხოვრობს სიღარიბეში, კანონდამრღვევი უწოდო? მოსახლეობას, რომელიც ცდილობს არა ვილები და მილიონებად ღირებული სახლები ჰქონდეს, არამედ სახლი, სადაც შეაფარებს თავს.



ასე ერთობა თავის შვილებთან კახი კალაძე. საინტერესოა რას მოუყვება მათ, თუკი დაუსვამენ კითხვას მამას:


რატომ დაუნგრია საკუთარი ხელით აშენებული კედლები ადამიანებს, პანდემიის დროს და თან ზამთარში?

და თუკი ისევ ისე აუხსნის, როგორც დღეს ჩვენ, ბრიფინგზე აგვიხსნა მთელი ქვეყნის მოსახლეობას,


მაშინ მომდევნო კითხვას დაუსვამენ:

რატომ არიან ღარიბები "სხვა დანარჩენი" საქართველოში?







3
61
2-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
61
  
2020, 16 დეკემბერი, 17:26
და საინტერესოა მისი ლოგიკით, იმ ლოგიკით რაც განცხადებაში თქვა, მაშინ ყველას უნდა აჩუქოს, სხვებმა რა დააშავეს?
2020, 16 დეკემბერი, 9:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 16 დეკემბერი, 2:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3