ტექნოლოგიები ქართული მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენი 2020, 15 დეკემბერი, 21:38 სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულების მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენი, რომელიც სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა საქართველოს სახმელეთო ჯარებისთვის შექმნა.
აღნიშნული მოდელის ვერტმფრენი აღჭურვილია 2 ერთეული M-134 Minigun-ის ტიპის 6 ლულიანი ტყვიამფრქვევით და 2 ერთული უმართავი რაკეტების ბლოკით. ცხვირის ნაწილში დამონტაჯებულია ოპტიკურ-ელექტრონული დაკვირვების სისტემა.
საფრენი აპარატის შექმნისას საბაზო ვერტმფრენად აღებულია კომპანია ROTORWAY-ის მიერ წარმოებული Exec 162F ტიპის ვერტმფრენი.
ტექნიკური მახასიათებლები
✓სიგრძე- 6.71 მეტრი
✓სიმაღლე- 2.44 მეტრი
✓მზიდი ხრახნის დიამეტრი- 7.62 მეტრი
✓ცარიელი მასა- 442 კგ
✓ძრავი- 1 X Rotorway RI-162F
✓ძრავის სიმძლავრე- 150 ცხენის ძალა
✓სიმაღლის აღების სიჩქარე- 5.1 მ/წმ
✓მაქსიმალური სიმაღლე- 3048 მეტრი
✓მაქსიმალური სიჩქარე- 185 კმ/სთ
✓კრეისერული სიჩქარე- 152 კმ/სთ
✓მუშაობის დიაპაზონი- 150 კმ
✓სვლის მარაგი- 2 საათი
✓დატვირთვა- 238 კგ
667 3-ს მოსწონს
|