საბუნებისმეტყველო ბუნების გამოცანები, რომელიც უკვე ამოხსნილია 2020, 16 დეკემბერი, 10:17 «ურჩხულების სამყარო»
მსოფლიო ოკეანის ფაუნის, დაახლოებით, 250 ათასი წარმომადგენელი უკვე ცნობილია. თუმცა, მილიონამდე სახეობა, ჯერ კისევ აღმოჩენილი არ არის. «სიკვდილის ველის» მცოცავი ქვები ამ ადგილმა «სიკვდილის ველის» სახელი ოქროს ციებ-ცხელების დროს მიიღო. ზოგიერთი ადამიანი, საბადოებზე სწრაფად ჩასვლის მიზნით, გზის შემოკლებას, უდაბნოს გავლით ცდილობდა. თუმცა, დანიშნულების ადგილამდე ბევრი ვერ აღწევდა... სწორედ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი 1849 წელს. საბადოებზე მიმავალმა ჯგუფმა უდაბნოს გავლა გადაწყვიტა. მათგან ერთი, გზაში დაიღუპა, ხოლო დანარჩენებმა ველი გადალახეს. მაგრამ, ისე იყვნენ დასუსტებულები, დახმარება რომ არ აღმოეჩინათ, ნამდვილად დაიღუპებოდნენ. სწორედ მაშინ დაარქვეს ამ ველს Death Valley (სიკვდილის ველი) და ის თავის სახელს მართლაც ამართლებს. ადგილობრივი კლიმატური პირობების გამო და უფრო მეტად კი, გაუფრთხილებლობით, იქ ტურისტები დღესაც იღუპებიან. ეს უსიცოცხლო, მკაცრი და ყველაზე ცხელი წერტილია პლანეტაზე. ზაფხულში მაქსიმალური ტემპერატურა 46 °C-მდე ადის, ხოლო ზამთარში – 0°C-მდე ეცემა და ამიტომ, იქ ჩასვლა მხოლოდ ერთი დღით არ შეიძლება. ადამიანი ჯერ ადგილობრივ ჰავას უნდა შეეჩნიოს და მხოლოდ ანის შემდეგ წავიდეს ამ უნიკალური ადგილის სანახავად. «სიკვდილის ველი» კალიფორნიის შტატის (აშშ) სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. იმავე სახელის ეროვნული პარკის (Death Valley National Park) ტერიტორიაზე. მისი სიგრძე –153 კმ-ია, სიგანე – 40 კმ. სახელის მიუხედავად, იქ, ადამიანის თვალწინ, ულამაზესი ხედები იშლება: ისეთი წითელი კლდეები, თითქოს ვიღაცას საღებავით შეუღებია. არის ნარინჯისფერი, ყვითელი და ოქროსფერი ფერებით აჭრელებული თეთრი და ყვითელი ქვიშის დიუნები. ეს უნაყოფო, ხრიოკი, მაგრამ ძალიან ლამაზი ადგილია. ამ რეგიონში მოსახლეობა დაახლოებით, 9000 წლის წინ გაჩნდა, როდესაც ამ ტერიტორიაზე პატარა ტბა გაჩნდა. ტემპერატურის მატებასთან ერთად, ტბა თანდათანობით დაშრა და დღეს, მის ადგილზე, სიცხისგან დაბზარული თიხის მოსწორებული ზედაპირია. სწორედ ყოფილი ტბის გამშრალ ფსკერზე მოძრაობენ «თვითმავალი» ქვები. «დადიან» და თან გადაადგილების გრძელ კვალს ტოვებენ... გამშრალი ტბის ფსკერზე მძიმე ქვების უცნაური მოძრაობა 1940 წ. შენიშნეს. ამ ადგილზე მოხვედრილი ყველა ქვა «სიარულს» იწყებს. ხოლო ის, თუ რამდენად შორს «წავა», ქვის დიამეტრზე არის დამოკიდებული. დიდ ქვას, რომლის წონა, მაგ., 300 კგ-ს ფარგლებშია, წელიწადში, – 8 მ-ზე შეუძლია გადაადგილება, ხოლო პატარა ქვებს, 200 მ-იანი დისტანციის «დაფარვაც შეუძლიათ». ამასთან, მოძრაობის დროს, ქვები ტრაექტორიასაც იცვლიან. ქვებზე დაკვირვება და გადაადგილების მიზეზის და მექანიზმის კვლევა, იმავე წელს დაიწყო. გასული საუკუნის 40-50-იან წლებში, ამ საკითხთან დაკავშირებული, ყველა კონცეფცია ძლიერ ქარებს უკავშირდებოდა. მაგრამ, ზოგიერთი ქვა იმდენად მძიმეა, რომ მხოლოდ ჰაერის მასების ზეგავლენით, მისი გადაადგილება კი არა, ადგილიდან დაძვრაც კი შეუძლებელია. 2011 წელს, სან-დიეგოს (კალიდორნია, აშშ) სკრიფსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის (The Scripps Institution of Oceanography) მეცნიერებმა გადაწყვიტეს, რომ ბოლოს და ბოლოს, გაერკვიათ, თუ რა ხდებოდა სიკვდილის ველზე და ქვების გადაადგილების მომენტის დასაფიქსირებლად, 15 ქვაზე GPS სისტემა დაამონტაჟეს. მაგრამ, დრო გადიოდა და არანაირი მოძრაობა არ შეინიშნებოდა. წლების მანძილზე, კვლევამ და დაკვირვებამ შედეგი არ გამოიღო და ამიტომ, 2014 წელს, მეცნიერებმა, ფოტოკამერებით აღჭურვილი, სანავიგაციო სენსორები დააყენეს რამდენიმე ქვაზე... და ქვების გადაადგილების მიზეზი აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, ყინვიან ღამეს, ქვების ირგვლივ ზედაპირი, თხელი ყინულით იფარება. ხოლო, ქვები, ქარის და წყლის ყინულქვეშა დინებების ზემოქმედებით მოძრაობენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვების გადაადგილება, გარკვეულ, ძალიან სპეციფიკურ პირობებში ხდება: ამისთვის საჭიროა იმდენი წყალი, რომ ნიადაგი დაიფაროს. ასევე უნდა იყოს ძალიან ძლიერი ქარი, დაბალი ტემპერატურა და მეორე დილით, მცხუნვარე მზე, რომ ყინული გადნეს. ბუნებრივი პირობების ასეთი თანხვედრა კი, ძალიან იშვიათად ხდება. მცოცავი ქვების გადაადგილების კვალის სიღრმე 2, 5 სმ-ია და ის 3-4 წელი რჩება თიხიანი ნიადაგის ზედაპირზე. კვალი კი ჩანს, მაგრამ ის, თუ როგორ გადაადგილდებიან ქვები, არავის უნახავს. «სავსებით შესაძლებელია, რომ ტურისტებს არაერთხელ უნახავთ ქვების მოძრაობა, მაგრამ უბრალოდ, ვერ მიხვდნენ, — საკმაოდ რთულია იმის განსაზღვრა, რომ ქვა გადაადგილდება, როდესაც მის ირგვლივ სხვა ქვებიც მოძრაობენ» — აღნიშნა კვლევის თანაავტორმა, ჯიმ ნორისმა (Jim Norris). «მომღერალი ქვიშები» როგორც გაირკვა, ქვიშას ხმის გამოცემაც შეუძლია და ყველაზე ხმამაღლა ყაზახეთის ეროვნული პარკის - «ალტინ – ემელის» ტერიტორიაზე მდებარე ბარხანები «მღერიან». როდესაც ქვიშა მშრალია, ის ვიბრირებული გუგუნის ხმას გამოსცემს, ხოლო სველი, ყოველთვის «დუმს». მეცნიერები ვარაუდობენ, რომ «სიმღერა» ქვიშის მარცვლებს შორის ქარის მოძრაობით იქმნება. მარცვლები ჯერ იმუხტება, ხოლო განმუხტვისას, «ხმას გამოსცემს». ადგილობრივები ამბობენ, რომ უდაბნოდან, ქვიშის ყუთით წამოღების შემთხვევაში, «ისინი ხმებს სახლშიც გამოსცემს». «ალტინ – ემელის» მომღერალი ქვიშა იმითაც გამოირჩევა, რომ ის ღია ყვითელია და ადგილობრივი ლანდშაფტის ყავისფერ-იისფერი ფერდობებისგან, ფერით განსხვავდება. «მუსიკალური» ბარხანები, ძირითადად, კვარცისგან შედგება და ეს კიდევ ერთი გამოცანაა მეცნიერებისთვის – ვერსია, იმის შესახებ, რომ ქვიშა, ქვიან უდაბნოში, ქარმა მოიტანა, ნაკლებად დამაჯერებელია, რადგან ბარხანის სიგრძე, დაახლოებით, 3 კმ-ია, სიმაღლე – 140 მეტრი. ძნელი წარმოსადგენია, რომ ქარს, რომელიც, თითქმის ყოველთვის, მდინარიდან ქრის, ამდენი ქვიშის მოტანა შეეძლო... არხის სხვა სიახლეები:1. უცნაური სასჯელი – ქრისტეს მიერ «დაწყევლილი» ადამიანი დღემდე ცოცხალია 2. ყველაზე სასტიკი პაპის ხელდასმით შექმნილი შედევრები. ადამიანი, რომელიც ქრისტეს თანამედროვე გამოსახულების პროტოტიპი იყო 5. ცეკვა მტვერში (Dance in the Dust, მოკლე სასიყვარულო რომანი) 647 5-ს მოსწონს
|